დავით ნარმანია - დღეღამურ ტარიფებამდე მაშინ მივალთ, როდესაც ყველგან დაყენდება ე.წ. ჭკვიანი მრიცხველები, მოხმარებული ენერგიის აღრიცხვა საათობრივად მოხდება

დავით ნარმანია - დღეღამურ ტარიფებამდე მაშინ მივალთ, როდესაც ყველგან დაყენდება ე.წ. ჭკვიანი მრიცხველები, მოხმარებული ენერგიის აღრიცხვა საათობრივად მოხდება

access_time2021-11-08 23:00:00

დღეღამურ ტარიფებამდე მას შემდეგ მივალთ, როდესაც ყველგან დაყენდება ე.წ. ჭკვიანი მრიცხველები, მოხმარებული ენერგიის აღრიცხვა საათობრივად მოხდება, – ამის შესახებ განაცხადა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საქმიანობის შესახებ 2020 წლის წლიური ანგარიშის წარდგენისას.


მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში დამტკიცდება საინიციატივო გეგმა, რომ შემდგომი რამდენიმე წლის განმავლობაში მოხდეს ძველი მრიცხველების გამოცვლა.


„დღეღამურ ტარიფებამდე მას შემდეგ მივალთ, როდესაც ყველგან დაყენდება ე.წ. ჭკვიანი მრიცხველები. დღევანდელი მრიცხველები არ იძლევა საშუალებას, საათობრივად მოხდეს მოხმარებული ენერგიის აღრიცხვა, რადგან იქ ფიზიკურად უნდა მივიდეს ადამიანი და წაიკითხოს. საათობრივად ყველა მრიცხველთან ფიზიკურად ადამიანი ვერ მივა, მაგრამ ჩვენ სულ ახლახანს, ერთი თვის წინ დავამტკიცეთ წესი, რომლის მიხედვითაც, ყველა ახალაშენებულ საცხოვრებელ კორპუსში და სახლში კომუნალური კომპანიები პირველი ოქტომბრიდან სავალდებულო წესით აყენებენ ე.წ. ჭკვიან მრიცხველებს, ხოლო რაც შეეხება უკვე აშენებულ სახლებს, სადაც ძველი მრიცხველი აყენია, დავამტკიცებთ უახლოეს პერიოდში კომუნალურ კომპანიებთან ერთად მათი გამოცვლის საინიციატივო გეგმას, რომ შემდგომი რამდენიმე წლის განმავლობაში მოხდეს ამ მრიცხველების გამოცვლა. ამის შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება, რა თქმა უნდა დღეღამური ტარიფების დადგენა.



ხოლო რაც შეეხება მსხვილ მომხმარებლებს, როგორიც არის საქართველოს რკინიგზა, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, საქართველოს მელიორაცია და ა.შ. ახლა 21 კომპანიასთან მიმდინარეობს მუშაობა და ყველა მათგანმა 35-110 კვტ და 6-10 კვტ ძაბვაზე გამოცვალეს მრიცხველები და დააყენეს სმარტ მრიცხველები. ბირჟა როდესაც გაიხსნება, ისინი უკვე საათობრივად შეძლებენ ენერგიის ყიდვას. მეტს მოიხმარენ და საათობრივად მათ მიერ მოხმარებულ ენერგიას ექნება სხვადასხვა ფასი. ღამის განმავლობაში იქნება უფრო იაფი ტარიფი, როგორც ეს ბევრ ქვეყანაშია. მაგალითად, რკინიგზას შეეძლება, ღამე გადაზიდოს ტვირთების ძირითადი ნაწილი და უფრო იაფი დაუჯდეს, ვიდრე დღის განმავლობაში უფრო მაღალი ტარიფით. ასე რომ, მსხვილი მომხმარებლების ნაწილში წინ ვართ და ეტაპობრივად, როდესაც ბირჟა ამოქმედდება და ბაზარი გაიხსნება, მთავრობის მიერ დამტკიცებული კონცეფციის მიხედვით, ასე ვთქვათ, საშუალო ტიპის მომხმარებლებიც გავლენ ბირჟაზე. ისინიც ასეთი ტიპის მრიცხველებს დააყენებენ და მეორე მხრივ, მოსახლეობის ნაწილში საინვესტიციო პროექტების ფარგლებში, ეტაპობრივად, კომუნალური კომპანიები, უფასოდ, დამატებითი საფასურის დაკისრების გარეშე გამოუცვლიან მომხმარებლებს მრიცხველებს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.


1tv.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up