დავით ნარმანია განახლებადი ენერგიის საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენციაზე სიტყვით წარდგა

დავით ნარმანია განახლებადი ენერგიის საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენციაზე სიტყვით წარდგა

access_time2022-10-26 12:55:16

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განახლებადი ენერგიის საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენცია გახსნა. სემეკის თავმჯდომარემ სიტყვით მიმართა კონფერენციის მონაწილეებს და განახლებადი ენერგიების  წახალისების პოლიტიკასა და ხელშემწყობ მექანიზმებზე ისაუბრა.


დავით ნარმანიამ ხაზი გაუსვა საინვესტიციო კონფერენციის მნიშვნელობას, რომელიც საქართველოში პირველად ტარდება. 


„მოხარული ვარ, რომ საქართველოში ტარდება განახლებადი ენერგიის საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენცია და ვმასპინძლობთ 30-მდე ქვეყნის ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენელს, ინვესტორებსა და დაინტერესებულ პირებს. განახლებადი ენერგიების  კუთხით საქართველოს დიდი პოტენციალი გააჩნია. მნიშვნელოვანია, რომ არსებული საინვესტიციო პროექტების შესახებ ინვესტორებს მიეწოდოთ დეტალური ინფორმაცია, აღნიშნული კონფერენცია ამის საუკეთესო შესაძლებლობაა.


განახლებადი ენერგიების განვითარების მიზნით თანმიმდევრულად ვითარდება საკანონმდებლო- მარეგულირებელი ბაზა.  მათ შორის, საქართველოს პარლამენტმა 2019 წელს მიიღო „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ კანონი, 2020 წელს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდა „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემა“, ასევე „განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის გამოთვლის მეთოდოლოგია“, რატიფიცირებულია ,,განახლებადი ენერგიის საერთაშორისო საგენტოს (IRENA) სტატუტი“.



საყოფაცხოვრებო მიმართულებით განახლებადი ენერგიის მეტი ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, სემეკმა ბოლო წლების განმავლობაში არაერთი ნორმატიული აქტი მიიღო. კერძოდ, დამტკიცდა განახლებადი ენერგიის წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის წესი, ნეტო-აღრიცხვის ხელშეწყობისათვის მიკროსიმძლავრის დადგმული სიმძლავრე გაიზარდა 100-დან 500 კილოვატამდე, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი ნეტო-აღრიცხვის სისტემაში ჩართვიდან  შემდეგი 5 წლის განმავლობაში გათავისუფლებულია გატარება-დისპეჩირების საფასურისგან, მომხმარებელთა ჯგუფს შესაძლებლობა მიეცა ჯგუფურად მოაწყოს განახლებადი ენერგიის წყარო, დაინერგა ვირტუალური ნეტო-აღრიცხვის მექანიზმი. ამ რეფორმებიდან გამომდინარე,   მხოლოდ ბოლო 2 წლის განმავლობაში ნეტო-აღრიცხვის სისტემაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების დადგმულმა სიმძლავრემ ჯამში 20 მგვტ-ს გადააჭარბა.

 

საქართველოში ენერგიაზე მოთხოვნა მუდმივად მზარდია და მეტი ადგილობრივი წყაროს შექმნის ხელშეწყობა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია. ამ მიზნით, სხვა საკითხებთან ერთად სემეკი მუშაობს განახლებადი ენერგიის სადგურების გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ახალ წესზე, რომელსაც უახლოეს მომავალში დავამტკიცებთ“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ სიტყვით გამოსვლისას.


26-28 ოქტომბერს „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ განახლებადი ენერგიის საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენცია იმართება. კონფერენციას მასპინძლობს სემეკი, ხოლო ორგანიზატორები არიან ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (CEER) პროექტი - ევროკავშირი ენერგეტიკისთვის EU4Energy და ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაცია (ERRA). სამდღიანი კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის დისკუსიები სხვადასხვა ქვეყნებში განახლებადი ენერგიის პოლიტიკისა და განახლებადი ენერგიის საინვესტიციო კლიმატის შესახებ. კონფერენციის მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა ინვესტორებს წარუდგინონ განახლებადი ენერგიის პოტენციური საინვესტიციო პროექტები. კონფერენციის მესამე დღე მიეძღვნება სემეკის 25 წლის იუბილეს.

 

 

(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up