დავით ნარმანია - მთელი წლის განმავლობაში მოხდება ტარიფის ნაზარდის დაფინანსება, რისთვისაც ბიუჯეტიდან რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დაიხარჯება

დავით ნარმანია - მთელი წლის განმავლობაში მოხდება ტარიფის ნაზარდის დაფინანსება, რისთვისაც ბიუჯეტიდან რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დაიხარჯება

access_time2022-01-17 17:00:00

მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდის -3,5 თეთრი დაუფინანსდებათ იმ აბონენტებს, რომლებიც სოციალურად დაუცველთა ბაზაში არიან რეგისტრირებული და 15 0000 ქულაზე ნაკლები სარეიტინგო მაჩვენებელი გააჩნიათ, – ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა.

მისი თქმით, მთელი წლის განმავლობაში მოხდება ტარიფის ნაზარდის დაფინანსება, რისთვისაც ბიუჯეტიდან რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დაიხარჯება.

„ბაზაში რეგისტრირებულ ასეთ აბონენტთა რაოდენობა 310 000-ზე მეტია. თუმცა, თუ თითოეულ ოჯახში მაცხოვრებელთა რაოდენობაზე გადამრავლდება, მილიონ მოქალაქეზე მეტია, როგორც ეს მთავრობის მეთაურის მიერ იქნა ხაზგასმული. პროექტის და შესაბამისი ტექნიკური დეტალების კომპანიებთან შეჯერებას მარეგულირებელი კომისია განახორციელებს, ისევე როგორც ჩვენი გადაწყვეტილების მიხედვით, აბონენტები, რომელთაც დაუსუბსიდირდათ აღნიშნული ტარიფის ნაზრდი, ქვითართან ერთად მიიღებენ ინფორმაციას იმის თაობაზე რომ მათი ტარიფიდან 3,5 თეთრი დაფინანსებულია სახელმწიფოს მხრიდან. 2020 და 2021 იყო კოვიდპერიოდთან დაკავშირებული განსხვავებული ტიპის გადაწყვეტილებები სამთავრობო, საკოორდინაციო საბჭოსი, რომლის მიხედვითაც 2020 წელს ფინანსდებოდა მარტი-აპრილი-მაისის თვე, შემდეგ უკვე ნოემბერი-დეკემბერი, ანუ ამას შეიძლება დავარქვათ ზამთრის პერიოდის სუბსიდირება. 2021 წელსაც დიდწილად ასე იყო, ამდენად ახალი პროექტი განსხვავებულია, რადგან სრული წლის განმავლობაში მოხდება ტარიფის ნაზარდის დაფინანსება. რაც შეეხება კონკრეტულ ციფრებს, თუ რამდენი დაფინანსდა, თვეების მიხედვით განსხვავებულია, რადგან მონაცემთა ბაზაშიც სოციალურად დაუცველები რაღაც პერიოდში ხან მეტია, ხან ნაკლებია. ელექტროენერგიის ბაზა ორივე კომპანიის შემთხვევაში, როგორც თბილისის, ასევე რეგიონების სოციალურად დაუცველთა მონაცემები ყოველთვიურად სინქრონიზებულია“, – განაცხადა ნარმანიამ.

იანვრიდან მთელი წლის განმავლობაში, მილიონამდე მოქალაქეს ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდი დაუსუბსიდირდება.



1tv.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up