დავით ნარმანია - სემეკ-ის მიერ დაჯარიმებულ კომპანიებს მიეთითათ, რომ განხორციელებული დარიცხვები დააკორექტირონ ერთი თვის ვადაში, შემდეგ აღრიცხვები ჩადგება ჩვეულებრივ ფორმაში

დავით ნარმანია - სემეკ-ის მიერ დაჯარიმებულ კომპანიებს მიეთითათ, რომ განხორციელებული დარიცხვები დააკორექტირონ ერთი თვის ვადაში, შემდეგ აღრიცხვები ჩადგება ჩვეულებრივ ფორმაში

access_time2021-08-12 23:00:00

კომისიამ დღეს იმსჯელა სამი კომპანიის მიერ სემეკ-ის დადგენილი წესების დარღვევასთან დაკავშირებულ საკითხზე. ჯამურად 200 000 ლარით დაჯარიმდა სამივე კომპანია, – ამის შესახებ სემეკ-ის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა.



მისი თქმით, ორ კომპანიასთან მიმართებაში, როგორიც არის „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“ და „ჯივიპი“ იქნა გათვალისწინებული ჯარიმის მაქსიმალური ოდენობა 75 000 ლარი, ხოლო რაც შეეხება „თელასს“ გამომდინარე იქიდან, რომ „თელასმა“ პრობლემის აღმოჩენის და განაცხადების მიღების ადეკვატურად დაიწყო დაკორექტირებები ზედმეტად დარიცხული თანხების, ამიტომ, შედარებით მსუბუქი ჯარიმა გამოვიყენეთ და დაჯარიმდა 50 000 ლარით.




„გარდა დაჯარიმებებისა, კომპანიებს მიეთითათ, რომ განხორციელებული დარიცხვები დააკორექტირონ ერთი თვის ვადაში და მარეგულირებელ კომისიას წარმოუდგინონ ინფორმაცია. ამის შემდეგ ყველა მომხმარებელთან მიმართებაში აღრიცხვები ჩადგება ჩვეულებრივ ფორმაში. იმ შემთხვევაში, თუ კომპანიების მხრიდან კვლავაც ექნება მსგავსი ხასიათის დარღვევებს ადგილი, ისინი გაორმაგებული ჯარიმებით დაჯარიმდებიან. იმ შემთხვევაში, თუ კომპანიები არ დაემორჩილებიან მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებას, შეუძლიათ, გაასაჩივრონ სასამართლოში გადაწყვეტილებების მიღებიდან ერთი თვის ვადაში. თუმცა,არ მგონია რაიმე განსხვავებული გადაწყვეტილება იყოს სასამართლოსგან, იმდენად მყარად და არგუმენტირებულად არის კომისიის მიერ ნამსჯელი და შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული. გასაჩივრება არ აჩერებს იმას, რომ კომპანიებმა დააკორექტირონ აბონენტების ჩვენებები და დარიცხვები, ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები დაუყოვნებლივ აღსრულებაში იქნა მიცემული“, – განაცხადა ნარმანიამ.



1tv.ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up