დავით ნარმანია: სემეკის მიერ  ჩამოწერილი თანხების ჯამი 25 მილიონ ლარს აღემატება

დავით ნარმანია: სემეკის მიერ ჩამოწერილი თანხების ჯამი 25 მილიონ ლარს აღემატება

access_time2023-03-15 13:13:15

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ისაუბრა. 


„წელს, პირველად იმართება 6 უწყების ერთობლივი მომხმარებელთა უფლებების დაცვის კვირეული, რომლის მიზანიცაა სხვადასხვა სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ მომხმარებელთა ერთიანი ინფორმირება. უნდა აღინიშნოს, რომ სემეკი, ენერგოომბუდსმენთან ერთად 2014 წლიდან ყოველწლიურად აღნიშნავს 15 მარტს, მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, სხვადასხვა ღონისძიებებით. სემეკის მხრიდან დიდი ყურადღება ეთმობა მომხმარებელთა უფლებების დაცვას როგორც საკანონმდებლო დონეზე, ასევე რეგულაციების პრაქტიკაში განხორციელების კუთხით.   სემეკის სლოგანი -  „როცა ბალანსი დაცულია“ სრულად ასახავს სემეკის საქმიანობის პრინციპს.  შემუშავებულია მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმები ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში. მომხმარებელსა და კომპანიებს შორის სადავო საკითხების მარტივი განხილვის პროცედურები უზრუნველყოფისათვის, სემეკში 2014 წელს ჩამოყალიბდა მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტი, სადაც დღემდე შემოვიდა 20 ათასამდე განცხადება/საჩივარი. სემეკმა მიიღო 10 ათასზე მეტი ინდივიდუალური გადაწყვეტილება, რომელთა უმეტესობა მომხმარებელთა სასარგებლოდ დაკმაყოფილდა, სემეკის მიერ  ჩამოწერილი თანხების ჯამი 25 მილიონ ლარს აღემატება. გარდა ამისა, სემეკის გადაწყვეტილებებით, კომპანიების მიერ მომხმარებლებზე გაცემულია 2 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის კომპენსაცია.


2019 წელს სემეკს მიენიჭა ISO 9001-2015 ხარისხის მართვის სისტემის საერთაშორისო სტანდარტი, რომლის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია მომხმარებელზე ორიენტაცია.   კომუნალური სერვისების მიწოდების გაუმჯობესებისთვის განხორციელდა არაერთი პროექტი. მათ შორის, აღსანიშნავია სემეკისა და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტი, რომლის ფარგლებშიც კომუნალური სერვისების მიღება მოქალაქეებს შეუძლიათ ერთიანად, იუსტიციის სახლებში. დავნერგეთ  *303#-ის სატელეფონო მომსახურება. ამ სერვისის საშუალებით, შესაძლებელია კომუნალური მომსახურებების შესახებ ინფორმაციის მიღება და კომპანიებისთვის მიმართვა. დღემდე, *303#-ის მომსახურებით 1 მილიონზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა. დავნერგეთ დავების გამარტივებული განხილვის წესი. საკითხის დროულად გადაჭრის მიზნით, მარტივი დავისას გადაწყვეტილების მიღება ხდება საჯარო სხდომაზე ზეპირი მოსმენის გარეშე, ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა  მომხმარებლის ერთიან პორტალზე, რომელიც მომხმარებელს ერთიან სივრცეში მიაწვდის ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორთან დაკავშირებულ ყველა სერვისს“, -   აღნიშნა დავით ნარმანიამ სიტყვით გამოსვლისას. 


13-17 მარტს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და სემეკის, კონკურენციის სააგენტოს, კომუნიკაციების კომისიის, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში მომხმარებლის უფლებების დაცვის პირველი საერთაშორისო კვირეული იმართება. კვირეულის ფარგლებში, მარეგულირებელი უწყებები სექტორულად მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებს, მიღებულ შედეგებს, არსებულ გამოწვევებს, აღსრულების მექანიზმებს, მომხმარებელთა ინფორმირების ეფექტურ კამპანიებსა და საერთაშორისო გამოცდილებებს განიხილავენ.


 

 

 

 (R)

 

 

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up