დავით ნარმანია: „თუ ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება კიდევ რამდენიმე თვით გადავადდება, არც ამაში იქნება რაიმე კატასტროფა“

დავით ნარმანია: „თუ ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება კიდევ რამდენიმე თვით გადავადდება, არც ამაში იქნება რაიმე კატასტროფა“

access_time2021-06-21 11:56:39

“არსებული რეგულაციით და საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ბაზრის წესებით, ბირჟის ამოქმედების ვადად განსაზღვრული არის 2022 წლის 1 იანვარი. შესაბამისად, თუ მთავრობა ფიქრობს,რომ შესაძლოა კიდევ გადასაწევი გახდეს ბირჟის ამოქმედება, მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღება სჭირდება ამ საკითხს“, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა.

 

კითხვაზე ხომ არ არის მოსალოდნელი ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების კიდევ ერთხელ გადადება? ნარმანიას განცხადებით, ეს საკითხი მარეგულირებელი კომისიის კომპეტენციას არ განეკუთვნება. “ბირჟა უნდა ამოქმედებულიყო მიმდინარე წლის 1 ივლისიდან. თუმცა, ზოგიერთ მსხვილ მომხმარებელთან, ვინც ბირჟაზე უნდა ივაჭროს, არ იყო ბოლომდე მოწესრიგებული აღრიცხვის კვანძები, ე.წ. ჭკვიანი მრიცხველები არ იყო ყველგან დაყენებული, რაც ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, რომ მათ მიერ მოხმარებული ენერგიის ყოველსაათობრივი აღრიცხვა მოხდეს და ავტომატურად გადაეცეს ეს ყველაფერი სახელმწიფო ელექტრო სისტემაში არსებულ „ალფაცენტრს“.

 

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ წლის ბოლომდე ეს მოსწრებადია. ანუ, მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური პრობლემა რაც იდგა, ეს იქნება მოგვარებული და ყველა კომპანია ასწრებს ამ 6 თვის ვადაში მოაწესრიგოს აღრიცხვის კვანძები.

 

მეორეს მხრივ, სახელმწიფო ელექტროსისტემა ამთავრებს კომპიუტერული პროგრამის მომზადებას, ეგრეთწოდებული პროფილირების მოდელს, რომელიც გულისხმობს ასევე მოხმარებული ენერგიის პროფილების მეშვეობით გაანგარიშებას“, – განმარტა ნარმანიამ.

 

მან ასევე აღნიშნა, რომ ბირჟას ასამოქმედებლად გარკვეული საბრუნავი სახსრები დასჭირდება, რომელიც ასევე გათვალისწინებული უნდა იყოს ბიუჯეტში, ვინაიდან ახალი ბიუჯეტის პროექტი მომზადდება და ის პირველ იანვრიდან შევა ძალაში. იქვე უნდა იყოს გათვალისწინებული ბირჟისთვის საჭირო გარკვეული საბრუნავი საშუალებები.


 

„ეს არის ის მოცემულობა, რომელიც ამ ეტაპისთვის დგას და რომელსაც ჩვენ ყველანი ვხედავთ. თუ ეს პროცესი კიდევ რამდენიმე თვით გადავადდება, არც ამაში იქნება რაიმე კატასტროფა ნამდვილად“, – მიაჩნია სემეკის თავმჯდოამრეს.

 

კითხვას – ხომ არ ვჩქარობთ ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედებას, ნარმანიამ უპასუხა, რომ არ ვჩქარობთ. როგორც მან განმარტა, ევროპელი პარტნიორები, მათ შორის, ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება, რომელიც მონიტორინგს უწევს საქართველოში მიმდინარე ენერგეტიკულ რეფორმებს, ამბობენ, რომ დროულად უნდა გაიხსნას ბირჟა, ვინაიდან ბირჟის გახსნა ერთერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ბაზრის გახსნისთვის. სწორედ ამიტომ, თავიდანვე მათ მიერ იყო განსაზღვრული, რომ ბირჟა 1 ივლისიდან შესულიყო ძალაში, – აზუსტებს ნარმანია.

 

„პროცესში, ბუნებრივია, ხდებოდა მათი ინფორმირება რეფორმის მიმდინარეობის შესახებ. იგზავნებოდა ყველა სათანადო ინფორმაცია. მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ რეფორმის ეტაპები, მთლიანად რეფორმა, კარგად მიმდინარეობდა. იცოდნენ ისიც, რომ სისტემა ბოლომდე არ იყო მზად. სწორედ ამიტომ მოხდა ეს გადავადება. ასე, რომ თუ კიდევ გადავადება იქნება გადაწყვეტილი, ამას ისევ დასჭირდება ჩვენი პარტნიორების სრულად ინფორმირება და მათთვის დამაჯერებლად ახსნა, თუ რატომ არის კიდევ მეტი დრო საჭირო რეფორმის ამ მნიშვნელოვანი ეტაპის სრულფასოვნად გასაშვებად.

 

დღემდე ძალიან ბევრი სამუშაოა უკვე განხორციელებული, როგორიც არის ის, რომ ბირჟამ პლატფორმა შეიძინა ევროპელებისგან და ეს პლატფორმა უკვე ადაპტირებული და აპრობირებულია. ტრენინგები ჩატარებულია, საცდელი ვაჭრობები გამართულია და ახლაც პერიოდულად იმართება, რათა ბაზრის მონაწილეები მიეჩვიონ ვაჭრობის წესებსა და პროცედურებს. ესენი არიან ერთის მხრივ ენერგიის გამყიდველები და მეორეს მხრივ მსხვილი მომხმარებლები, რომლებმაც მომავალში სწორედ ბირჟაზე უნდა შეძინონ ენერგია.

 

ასე რომ, ეს ყველაფერი მუშა პროცესია და მიმდინარეობს კიდეც ეს პროცესი“, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.

 

წყარო : „აიპრესი“





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up