დავით ნარმანიამ ევროპულ ენერგეტიკულ კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით  სემეკის მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე ისაუბრა

დავით ნარმანიამ ევროპულ ენერგეტიკულ კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით სემეკის მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე ისაუბრა

access_time2022-05-30 18:25:05

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ენერგეტიკის დარგში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მიზნით 2021 წელს სემეკის მიერ განხორციელებული გეგმის ანგარიში წარადგინა. საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის გასვლით სხდომაზე, სადაც განიხილეს ასოცირების შეთანხმებითა და ენერგეტიკული გაერთიანების წევრობით აღებული ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის ანგარიში, დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნები სემეკის მიერ სრულად შესრულებელია. სემეკის მხრიდან კომიტეტის სხდომას ესწრებოდნენ კომისიის წევრები - მაია მელიქიძე და გოჩა შონია.

 

 სემეკის თავმჯდომარის თქმით, კომისიამ ენერგეტიკული რეფორმისა და ევროპული დირექტივების მოთხოვნათა შესაბამისად, გასული წლის განმავლობაში, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორებში 30-ზე მეტი ნორმატიული აქტი დაამტკიცა, რომლებიც ხელს უწყობს საქართველოს ენერგეტიკული სექტორის ევროპულ წესებთან დაახლოებას.

 

„სემეკის გადაწყვეტილებებით, ელექტროენერგეტიკის სექტორში  განხორციელდა არაერთი აქტის ტრანსპოზიცია, დაინერგა ევროპული ტიპის გამოცდილება. დამტკიცდა გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების შესაბამისობის პროგრამები. დამტკიცდა ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების წესები, რომლის მიზანიცაა ბაზარზე კონკურენციის განვითარება, სამართლიანი ფასების ფორმირება, ეფექტიანი წარმოებისა და მოხმარების ხელშეწყობა, საათობრივი ვაჭრობის დანერგვით მოთხოვნის მართვა. შემუშავდა და დამტკიცდა საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესები, დამტკიცდა ელექტროენერგიის გადაცემის, გამანაწილებელი ქსელის წესები, საცალო ბაზრის წესები, განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის წესი. კომისიამ დაადგინა საშეღავათო პირობები საჯაროდ ხელმისაწვდომი დამტენი პუნქტის/სადგურის გამანაწილებელ ქსელთან  მიერთებაზე, 2021 წლის პირველი ოქტომბრიდან მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის შემთხვევაში სავალდებულო გახდა ჭკვიანი მრიცხველის მოწყობა. ამოქმედდა ახალი სატარიფო რეგულირება ელექტროენერგეტიკის სექტორში და კომისიამ დაამტკიცა უნივერსალური მომსახურების მიწოდების ტარიფების გაანგარიშების, ელექტროენერგიის საჯარო მომსახურების სახით მიწოდების ტარიფების გაანგარიშების, ბოლო ალტერნატივის მიწოდების ტარიფების გაანგარიშების, ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების გაანგარიშების, ელექტროენერგიის გადაცემის, განაწილებისა და  საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორის ტარიფების გაანგარიშების, ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერატორის მომსახურების საფასურის გაანგარიშების მეთოდოლოგიები“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.


 

მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანი სიახლეები დაინერგა ბუნებრივი გაზის სექტორში - შემუშავდა ბუნებრივი გაზის საცალო ბაზრის წესები, განხორციელდა ევროპის კომისიის რეგულაციის ტრანსპოზიცია ბუნებრივი გაზის ქსელის წესებში, შემუშავდა ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგისა და ანგარიშგების წესები. 

 

„განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მომხმარებელთა უფლებებსა და მომსახურების ხარისხის წესებს. სემეკმა 2021 წელს სწორად  ამ მიმართულებით არაერთი  ცვლილება განხორციელდა, რომელმაც გააუმჯობესა მომხმარებელთა უფლებების დაცვა. ევროპული კანონმდებლობის  ჰარმონიზებას სემეკის საქმიანობაში ამჟამადაც უწყვეტი პროცესია. ჩვენი მიზანია, სრულად მოხდეს  ევროპული საუკეთესო გამოცდილებისა და კანონმდებლობის ქართულ საკანონმდებლო სივრცეში გადმოტანა და მისი ჯეროვანი აღსრულების უზრუნველყოფა“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

 

(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up