დავით ნარმანიამ USAID/NARUC-ის ორგანიზებით მიმდინარე ენერგეტიკული კონფერენცია გახსნა

დავით ნარმანიამ USAID/NARUC-ის ორგანიზებით მიმდინარე ენერგეტიკული კონფერენცია გახსნა

access_time2022-09-26 11:10:26

 საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ენერგეტიკული კონფერენცია გახსნა, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და კომუნალური სამსახურების მარეგულირებელი კომისიების ეროვნული ასოციაციის (NARUC) ორგანიზებით მიმდინარეობს. დავით ნარმანიამ მისასალმებელი სიტყვით მიმართა შეხვედრის მონაწილეებს, მან ყურადღება გაამახვილა  საქართველოს ენერგეტიკის სექტორისთვის USAID-სა და NARUC-ის წვლილსა და მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. სემეკის თავმჯდომარესთან ერთად შეხვედრაზე სიტყვით წარდგნენ  USAID-ის წარმომადგენელი დევიდ ჰოფმანი, NARUC-ის წარმომადგენელი იულია ბაგიროვა და “Power Central Asia” -ს წარმომადგენელი ემილია ტერენტოვა. 


„სემეკს, USAID-სა და NARUC-თან თანამშრომლობის 25 წლიანი ისტორია აქვს. თანამშრომლობის ფარგლებში მივიღეთ და ვიღებთ უზარმაზარ გამოცდილებას, ღირებულ ინფორმაციას რეგიონული პროგრამებიდან, აქტუალური კონფერენციებიდან და ორმხრივი შეხვედრებიდან. დღეს უკვე მზად ვართ, ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ სხვა ქვეყნებს, რომლებიც ახლა გადიან იმ ეტაპებს, რაც სემეკმა 25 წლის განმავლობაში გაიარა. არაერთი პროექტია, რომლითაც სემეკი გამოირჩევა სხვადასხვა ქვეყნების მარეგულირებელ კომისიებს შორის, აქედან გამომდინარე გამოცდილების გაზიარების მიზნით, მომავალშიც აქტიურ მონაწილეობას მივიღებთ USAID/NARUC-ის მიერ ორგანიზებულ შეხვედრებში“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.  



26-30 სექტემბერს, ქ.თბილისში USAID/NARUC-ის ორგანიზებით შეხვედრები იმართება, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ცენტრალური აზიის ქვეყნების მარეგულირებელი კომისიებისა და საჯარო უწყებების ხელმძღვანელი პირები. სემეკის წარმომადგენლები შეხვედრების მონაწილეებს გაუზიარებენ გამოცდილებას ენერგეტიკის სექტორში რეგულირების, სატარიფო პოლიტიკის, საფინანსო, ლოჯისტიკურ საკითხებზე. გარდა ამისა, ისაუბრებენ საზოგადოებასთან ურთიერთობის გამოცდილებაზე, მედიასთან თანამშრომლობის მნიშვნელობასა და „მედია კლუბის“  პროექტზე, რომელიც წარმოადგენს USAID/NARUC-ის პროგრამის ფარგლებში გაზიარებულ საუკეთესო პრაქტიკას.  

 

(R)




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up