დავით ნარმანიას განცხადებით, ქვეყანა ენერგეტიკულად სრულად მზად ხვდება ზამთრის სეზონს

დავით ნარმანიას განცხადებით, ქვეყანა ენერგეტიკულად სრულად მზად ხვდება ზამთრის სეზონს

access_time2022-10-06 12:45:00

სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, ელექტროენერგიასა და ბუნებრივი აირზე ფასების ზრდა მოსალოდნელი არ არის.


სემეკის თავმჯდომარის განცხადებით,  საქართველოსთვის ბუნებრივი გაზი კვლავ რჩება ენერგიაზე საბოლოო მოთხოვნის დაკმაყოფილების უმთავრეს წყაროდ. საქართველოს ენერგეტიკული ბალანსის მიხედვით, ენერგიის ჯამურ მოხმარებაში ბუნებრივი გაზის წილი 38%-ს აჭარბებს.


ბუნებრივ გაზზე საქართველოს მოთხოვნის 99%-ზე მეტი კმაყოფილდება იმპორტით, ხოლო დარჩენილი მცირე ნაწილი, ადგილობრივი მოპოვებით. გაზის უმთავრესი მომწოდებელია აზერბაიჯანის რესპუბლიკა. საშუალოდ, საქართველო აზერბაიჯანიდან იღებს ქვეყნის მთლიანი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საჭირო ბუნებრივი გაზის 91%-ს.


დავით ნარმანიას თქმით, საქართველო გრძელვადიანი მოწოდების კონტრაქტების ფონზე ინარჩუნებს ბუნებრივი გაზის ბაზრისა და ფასების სტაბილურობას. სისტემა ტექნიკურადაც მზად არის და ზამთრის პერიოდში არსებული მოთხოვნაც დაკმაყოფილდება ისე, როგორც ეს წინა ზამთრის პერიოდებში ხდებოდა, ჩვეულებრივ გაზის სხვადასხვა კონტრაქტების მეშვეობით.



„განხორციელდა დაგეგმილი სამუშაოები სოკარის მფლობელობაში არსებულ განაწილების ინფრასტრუქტურაზე ქვეყნის შიგნით. აზერბაიჯანიდან გაზის მოწოდება გრძელდება არსებული ხელშეკრულებების ფარგლებში. დამტკიცებული ბალანსის შესაბამად, ქვეყნის ბუნებრივ გაზზე მოთხოვნის უზრუნველყოფა დაგეგმილია აზერბაიჯანიდან. არსებული მოცემულობის და მზაობის ხარისხის გათვალისწინებით გაზის მოწოდების თვალსაზრისით გამოწვევებს არ ველოდებით.



მიმდინარეობს ბუნებრივი გაზის ბაზრის გახსნის საწყისი სამუშაოები, ამ პროცესში მარეგულირებელი კომისია აქტიურად არის ჩართული. ვაანალიზებთ ელექტროენერგეტიკის ბაზრის გახსნის პროცესში დაგროვილ გამოცდილებასა და ვახდენთ მის გათვალისწინებას ბუნებრივი გაზის ლიბერალიზაციის გზაზე. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების შემდგომ ბუნებრივი გაზის განაწილებისა და ტრანსპორტირების ლიცენზიის მფლობელებს დაეკისრათ ხელახალი ავტორიზაციის გავლის ვალდებულება. კანონის ამოქმედებამდე გაცემული ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისა და განაწილების ლიცენზიები დროებით ინარჩუნებს ძალას და მათი მფლობელები კანონით დადგენილი წესით განცალკევების დასრულებამდე აგრძელებენ შესაბამისი მომსახურებების გაწევას. აღნიშნული ლიცენზიების მოქმედება კანონის საფუძველზე ახალი ლიცენზიის ამოქმედებისთანავე ავტომატურად შეწყდება. მიმდინარე პერიოდში ლიცენზიატი კომპანიები გადიან აღნიშულ პროცესს და ახალი კანონით განსაზღვრული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში გადიან ავტორიზაციას. ​



კომისია ყოველწლიურად ითანხმებს ლიცენზიატი კომპანიების მიერ წარმოდგენილ 5 წლიან განვითარების გეგმებს. აღნიშნული პროცესი ხელს უწყობს სისტემის პროგნოზირებად და მდგრად განვითარებას. სამი მსხვილი გამანაწილებელი კომპანიის მონაცემების მიხედვით, არსებული გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაციისა და ახალი ქსელის მშენებლობის ფონზე, ბოლო წლების განმავლობაში, შემცირებულია უბედური შემთხვევების რაოდენობის სტატისტიკა,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up