დავით სონღულაშვილი: აუცილებელია ქვეყანამ გააგრძელოს განახლებადი ენერგიის ობიექტების მშენებლობა

დავით სონღულაშვილი: აუცილებელია ქვეყანამ გააგრძელოს განახლებადი ენერგიის ობიექტების მშენებლობა

access_time2022-05-18 23:00:00

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა მონაწილეობა მიიღო ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმის შეხვედრაში, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებს ეხებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.



პარლამენტის წევრმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ენერგო დამოუკიდებლობის მნიშვნელობასა და ენერგეტიკული გაერთიანების წევრობის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების შესახებ ისაუბრა.



„მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მომეცა მონაწილეობა მივიღო და ვისაუბრო ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხზე - ენერგო დამოუკიდებლობაზე. თუმცა, პირველ რიგში, მსურს გამოვხატო ჩემი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. დღევანდელი თემა, პირდაპირ თუ ირიბად უკავშირდება რუსეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვების საკითხს, რაც ჩვენი და ჩვენი მეგობარი უკრაინის საერთო პრობლემას წარმოადგენს. მოგეხსენებათ, საქართველო, მეხუთე წელია ენერგეტიკული თანამეგობრობის წევრია და ამ დროის განმავლობაში, აქტიურად ცდილობს მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ენერგეტიკული ბაზრის განვითარების საკითხში. მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების შედეგად აღებული ვალდებულებების შესრულების საკითხშიც“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.



კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, 2019 წელს ქვეყანამ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ, განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ და ენერგო ეტიკეტირების შესახებ მიიღო კანონები და ასევე ქვეყანაში ენერგოეფექტურობის განმსაზღვრელი ორი კანონი: საქართველოს კანონი ენერგოეფექტურობის შესახებ და შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ კანონები დაამტკიცა.




„ძირითადი კანონების დამტკიცების პარალელურად კი, აქტიურად მიმდინარეობს შესაბამისი მეორადი კანონმდებლობის შემუშავების პროცესი. არსებული მდგომარეობით, უკვე დამტკიცებულია 9 მეორადი საკანონმდებლო აქტი, უმეტესწილად განახლებადი ენერგიის წახალისების მიმართულებით. მიმდინარეა, ენერგეტიკის პოლიტიკის განახლებული დოკუმენტის მიღების პროცესი, ხოლო უკვე დამტკიცდა ელექტრო ენერგეტიკული ბაზრის ახალი მოდელის კონცეფცია,“ - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.



კომიტეტის თავმჯდომარემ, სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა შავი ზღვისქვეშა საკაბელო პროექტის განხორციელების მნიშვნელობასა და ქვეყნის განსაკუთრებულ როლს, აღნიშნულ პროექტში.



„განსაკუთრებით დიდია ჩვენი ძალისხმევა შავი ზღვისქვეშა საკაბელო პროექტის, როგორც კავკასიის ელექტროენერგიის ჰაბად ჩამოყალიბების მიმართულებით, რომლის მშენებლობაც მნიშვნელოვანი და პერსპექტიული პროექტია საქართველოს ენერგოსისტემისთვის. ამ პროექტის განხორციელებით, საქართველოს ეკონომიკასა და ენერგეტიკულ სექტორს საერთოდ ახალი შესაძლებლობები ეხსნება გლობალური ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების ჭრილში. რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს საშუალება მიეცემა დააკავშიროს რეგიონის ელექტრო ქსელები ევროპასთან და პირიქით. შედეგად, ქვეყანა უზარმაზარ გარღვევას მიაღწევს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების კუთხით. ხოლო, მისი ეკონომიკურ მომგებიანობა ნათლად ჩანს მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით მომზადებულ ანგარიშში წინასწარი ეკონომიკური ანალიზის შესახებ. გარდა ამისა, ასევე, მხედველობაშია მისაღები კავკასიის რეგიონის ენერგო პოტენციალი და საქართველოს შესაძლებლობა შეასრულოს ხიდის როლი ევროპისა და ცენტრალური აზიის ენერგეტიკულ სისტემებს/ბაზრებს შორის. აღნიშნულის პარალელურად, აუცილებელია ქვეყანამ გააგრძელოს განახლებადი ენერგიის ობიექტების მშენებლობა, რაც შესაძლებლობას მოგვცემს მაქსიმალურად ავითვისოთ შიდა რესურსები და მინიმუმამდე იყოს დაყვანილი იმპორტის ვალდებულება. ვფიქრობ, შავი ზღვისქვეშა საკაბელო პროექტის განხორციელებით, ასოცირების შეთანხმებისა და ენერგეტიკული გაერთიანების ვალდებულებების შესრულებით, საქართველო, კავკასიის ელექტროენერგიის ჰაბის სტატუსს შეიძენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა იქნება მაღალკონკურენტუნარიანი, ღირებულად გამოიყენებს განახლებადი ენერგიის პოტენციალს და ჭარბი ენერგიის ექსპორტს უცხოურ ბაზრებზე. ამასთან, ქვეყანას ექნება სტაბილური მარეგულირებელი და საბაზრო ჩარჩო, რომელსაც შეეძლება ინვესტიციების მოზიდვა ელექტროენერგიის გამომუშავებაში და ექნება სტაბილური და უწყვეტი ენერგომომარაგების უზრუნველყოფა, რაც აუცილებელია ეკონომიკური განვითარებისთვის,“ - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.



„ენერგეტიკული გაერთიანება“ 2005 წლის ოქტომბერში ათენში, საბერძნეთში ხელმოწერილი ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულებით დაარსდა, ხოლო საქართველო გაერთიანებას 2017 წლიდან შეუერთდა.



ორგანიზაციის მთავარი მისიაა ერთი მხრივ, სტაბილური მარეგულირებელი და საბაზრო ჩარჩოს ჩამოყალიბება, რომელსაც შეუძლია ინვესტიციების მოზიდვა ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის, ხოლო მეორე მხრივ, ინტეგრირებული ენერგეტიკული ბაზრის შექმნა, რომელიც ევროკავშირის ბაზარზე ინტეგრაციას შეუწყობს ხელს.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up