დავით სონღულაშვილი: ახლა, სწრაფი ნაბიჯების და ეფექტური ქმედებების დროა

დავით სონღულაშვილი: ახლა, სწრაფი ნაბიჯების და ეფექტური ქმედებების დროა

access_time2021-11-24 15:20:00

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი ეკონომიკური განვითარებისა და სოციალური პოლიტიკის გაუმჯობესების მიმართულებით მთავრობის მიერ დაგეგმილ ინიციატივებს გამოეხმაურა, რომელთაც შესახებაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.



მისი განცხადებით, „ახლა ჩვენ ყველა ნელ-ნელა უნდა გადავიდეთ პოსტსაარჩევნო რეჟიმიდან საქმიანობის ჩვეულებრივ რიტმზე და გავაგრძელოთ მნიშვნელოვანი რეფორმებისა და პოზიტიური ცვლილების პროცესი, რათა ერთი მხრივ, ეფექტიანად ვმართოთ კოვიდ-19-ის პანდემია და მეორე მხრივ, ხელი შევუწყოთ ეკონომიკის სწრაფ განვითარებას და შესაბამის ეკონომიკურ ზრდას ქვეყანაში. ახლა სწრაფი ნაბიჯების და ეფექტური ქმედებების დროა, რომელიც თან საკმაოდ შეზღუდულიცაა. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, პრემიერ-მინისტრის მიერ გახმოვანებული ინიციატივები და გეგმები, რომლებიც სოციალური პოლიტიკის გაჯანსაღებასა და, ზოგადად, ეკონომიკური განვითარების მიმართულებებს მოიცავდა, ძალზედ მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია“.



დავით სონღულაშვილმა სოციალური პოლიტიკის გაუმჯობესების მიმართულებით ხაზი გაუსვა გრძელვადიან შედეგებსა და მდგრად განვითარებაზე ორიენტაციას.




„პირველ რიგში, მინდა მოვიწონო და მხარი დავუჭირო პარადიგმის ცვლილებას, რაც სოციალური პოლიტიკის ცხოვრებაში განხორციელების 360 გრადუსით შემოტრიალებას გულისხმობს. ერთი შეხედვით მარტივია იმის თქმა, რომ სოციალური დახმარება უნდა ჩანაცვლდეს დასაქმებით. ყველასთვის ნათელია, რომ სწორედ ეს სჭირდება მოსახლეობასაც და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკასაც. ჩვენ, ხელისუფლებამ, ასევე მოსახლეობამ, სამოქალაქო სექტორმა, ბიზნესმა და პოლიტიკურმა მოთამაშეებმაც ნელ-ნელა უნდა ვისწავლოთ გრძელვადიან შედეგებსა და მდგრად განვითარებაზე ორიენტაცია. უნდა დასრულდეს პოლიტიკური პოპულიზმის და გაჭირვებული მოსახლეობის მდგომარეობით მანიპულაცია, რაც ხშირად სოციალური დახმარების მუდმივი ზრდის დაპირებებსაც მოიცავს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს მიდგომა სწორი და დროულია, თუმცა ამ მიმართულების რეალიზაცია იქნება რთული და აქ საჭირო იქნება მთავრობის ეფექტური მუშაობა. დარწმუნებული ვარ, ბატონი ლევან დავითაშვილის ჯგუფი გაართმევს ამ ამოცანას თავს და ჩვენი კომიტეტიც აქტიურად იქნება ჩართული პროცესში“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.



გარდა სოციალური პოლიტიკისა, დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა ეკონომიკური ზრდის ტემპებსა და ეკონომიკურ რეფორმებზე, რომელსაც მთავრობა 10-წლიანი განვითარების გეგმის ფარგლებში გეგმავს.



„მნიშვნელოვანია ასევე მთავრობის ინიციატივა, რომელიც უკავშირდება ონლაინ კაზინოების საქმიანობის რეგულაციების გამკაცრებას. სამწუხაროდ, ეს აზრი თავიდან აღიქვეს, როგორც მთლიანად სექტორის ოპერირების შეჩერების მცდელობა და მინდა ვთქვა, რომ ეს მცდარი წარმოდგენაა. სათამაშო ბიზნესის მკაცრი კონტროლი ნებისმიერი განვითარებული ეკონომიკის მახასიათებელია და ჩვენც ამ გზით უნდა წავიდეთ. უნდა გამკაცრდეს რეგულაციები, გაიზარდოს გადასახადები და შეიზღუდოს რეკლამა. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ კაზინოების და ონლაინბეთინგის კომპანიების საქმიანობა უნდა შეჩერდეს. კანონმდებლობის გამკაცრების კუთხით ჩვენ უნდა ვისარგებლოთ ევროპული გამოცდილებით და ვიპოვნოთ ოქროს შუალედი ბიზნესის ინტერესებსა და მოსახლეობის ინტერესებს შორის. არც კომპანიები არ უნდა დაზარალდნენ და არც მოქალაქეებს უნდა შეექმნათ ფინანსური პრობლემები. დამაიმედებელია ეკონომიკური ზრდა და ეს ტემპები ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ. რაც შეეხება იმ ინიციატივებსა და ახალ პროგრამებს, რომელიც, როგორც პრემიერმინისტრმა დააანონსა, უნდა გაგვაცნონ მთავრობის წევრებმა უახლოეს ხანებში. ჩვენ დაველოდებით ახალ გეგმებს და კომიტეტი აუცილებლად ჩაერთვება ეკონომიკური რეფორმების პროცესში, როგორც საკანონმდებლო, ასევე - საზედამხედველო კუთხით. ამასთან, ჩვენ გვექნება შეხვედრები და კომუნიკაცია სხვადასხვა სექტორის, ბიზნესკომპანიების და სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლებთან ამ მიმართულებით, რათა ამ პროცესში მოხდეს საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობის ხელშეწყობა“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.


ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up