დავით სონღულაშვილი: ელექტრონული კომერციის რეფორმა საშუალებას მოგვცემს დამატებითი სტიმულები შევქმნათ ეკონომიკური განვითარებისთვის

დავით სონღულაშვილი: ელექტრონული კომერციის რეფორმა საშუალებას მოგვცემს დამატებითი სტიმულები შევქმნათ ეკონომიკური განვითარებისთვის

access_time2022-02-17 23:59:58

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა მონაწილეობა მიიღო „რეფორმეტრის“ მიერ გამართულ საჯარო და კერძო სექტორების დიალოგში, რომელიც ელექტრონული კომერციის რეფორმას მიეძღვნა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.



როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ელექტრნული კომერციის ინდუსტრია სწრაფად ხდება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი საერთაშორისო ვაჭრობაში. COVID-19-ის პერიოდში ონლაინ ვაჭრობის წილი მთლიან გაყიდვებში მნიშვნელოვნად გაიზარდა. თუმცა, აღნიშნული სექტორი საქართველოში ფრაგმენტირებულია და ჯერ კიდევ განვითარების საწყის ეტაპზეა.



დღევანდელ შეხვედრაზე შეკრებილმა მხარეებმა სწორედ ელექტრნული კომერციის სფეროს რეფორმასთან დაკავშირებით იმსჯელეს.




„ჩვენი, როგორც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის უმთავრეს მიზანს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, დღეს ქვეყანაში შექმნილი პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე პრიორიტეტს საკანონმდებლო დონეზე ბიზნესის პოსტკრიზისული აღდგენისა და განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. შესაბამისად, ვფიქრობ, ელექტრონული კომერციის რეფორმა საშუალებას მოგვცემს დამატებითი სტიმულები შევქმნათ ეკონომიკური განვითარებისთვის. მით უფრო, როცა ელექტრონული კომერციის ინდუსტრიის, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტის სწრაფი ინტეგრირება საერთაშორისო ვაჭრობაში, სწრაფად ვითარდება და ამ პროცესში საქართველოს ჩართვა და გაძლიერება მნიშვნელოვანი ცვლილებების წინაპირობა იქნება ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით. აღნიშნული საკითხის ასეთ ფორმატში განხილვა კი მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ჩამოყალიბდეს ერთიანი ხედვა, როგორც საჯარო ისე კერძო სექტორის, როგორ უნდა განვითარდეს ელექტრონული კომერცია საქართველოში, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება მივაღწიოთ წარმატებას“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა შეხვედრაზე.



კომიტეტის თავმჯდომარემ მზადყოფნა გამოთქვა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის რეფორმის პროცესში აქტიურ ჩართვასთან დაკავშირებით.



შეხვედრა ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის და USAID -ის მხარდაჭერით გაიმართა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up