დავით სონღულაშვილი: საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის აქტზე მუშაობა დაწყებულია

დავით სონღულაშვილი: საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის აქტზე მუშაობა დაწყებულია

access_time2022-06-30 15:00:00

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა განახლებადი ენერგიის ინვესტიციების შესახებ USAID-ს მიერ ორგანიზებული ღონისძიების ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში განახლებადი ენერგიის როლს ეხებოდა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.



კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ქვეყანა გეგმავს დივერსიფიცირებული გახადოს საკუთარი განახლებადი წყაროები. მან ასევე ხაზი გაუსვა რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც პარლამენტის წევრის მოსაზრებით ინვესტორების დაინტერესებას გაზრდის.



„განახლებადი ენერგიის გენერირებისთვის, საქართველოში ტრადიციულად გამოიყენება ჰიდრორესურსები, რომლებიც ელექტროენერგიის გენერირებაში დომინირებენ. მომავალში დიდი ჰესების მშენებლობა დაკავშირებულია გარკვეულ გამოწვევებთან და ქვეყანა გეგმავს დივერსიფიცირებული გახადოს საკუთარი განახლებადი წყაროები, ენერგომოხმარების სტრუქტურაში მზისა და ქარის ენერგიის აქტიური ჩართვით. შედეგად, 2030 წლისთვის ენერგიის მთლიან მოხმარებაში განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის წილი 35%-მდე გაიზრდება. ჩემი მოსაზრებით, რამდენიმე პროექტის მკვეთრად გამოკვეთა დაგვჭირდება ამ მიმართულებით იმისთვის, რომ ინვესტორების მხრიდან დაინტერესება იყოს მაღალი. ვინაიდან, საქართველოს არ გააჩნია ენერგეტიკული გაერთიანების წევრ ქვეყნებთან გეოგრაფიული საზღვარი, მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული დაკავშირების კუთხით შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განხორციელება, რომლის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულებაც 3 მლრდ. დოლარს აჭარბებს. შესაბამისად, ქვეყანას უჩნდება პოტენციალი შეიძინოს კავკასიის ელექტროენერგიის ჰაბის სტატუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი იქნება მაღალ კონკურენტუნარიანი, აქტიურად გამოიყენებს განახლებადი ენერგიის რესურსებს და განახორციელებს ჭარბი ენერგიის ექსპორტს უცხოურ ბაზრებზე.



2022 წელს საქართველოს მთავრობამ განახლებადი ენერგიის წარმოების მიმართულებით რამდენიმე პროექტი დაამტკიცა, რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულება 200 მლნ აშშ დოლარია (მზის, ქარის და ჰიდროელექტროსადგურების პროექტების საერთო ჯამური დადგმული სიმძლავრე 150 მგვტ. იქნება). „სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ოთხი ახალი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას იწყებს, რომელთა სავარაუდო ჯამური ინვესტიცია 270 მილიონ ევროს შეადგენს. საქართველოს მთავრობა „ხუდონჰესის“ პროექტის „გაცოცხლებას“ გეგმავს, რომლის თანახმადაც გამომუშავებული ელექტროენერგიის რაოდენობა 1,5-ჯერ გაიზრდება, ძველ სქემებთან შედარებით. შესაბამისად, ელექტროენერგიის თვითღირებულება იქნება შედარებით დაბალი, რაც, თავის მხრივ, ქვეყნის შიგნით ტარიფების სტაბილურობას და კონკურენტუნარიან პირობებს შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.




დეპუტატმა თავის გამოსვლაში ასევე ისაუბრა ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, რუსული ენერგეტიკული რესურსებისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის აქტზე მუშაობა უკვე დაწყებულია.



„აღნიშნული პროექტების შესაძლო განხორციელების სიცხადეს ის ფაქტიც სძენს, რომ ევროკავშირის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ევროპა სრულად დამოუკიდებელი გახდეს რუსული ენერგეტიკული რესურსებისგან. შესაბამისად საჭირო გახდა თავისი ენერგეტიკული სისტემის გადაიარაღება, რისთვისაც მას დამატებით 210 მილიარდი ევრო სჭირდება, რათა 2027 წლისთვის ყველა მიზანი მიღწეული იყოს. ამასთან, ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ისლანდია და ნორვეგია, ახდენენ ელექტროენერგიის 100%-ის გენერირებას განახლებადი რესურსების გამოყენებით. სხვა განვითარებული ქვეყანები კი მიზნად ისახავენ უახლოეს მომავალში განახლებად ენერგიაზე სრულიად გადასვლას. მაგალითად, დანიის მთავრობა ზემოხსენებული მიზნის მიღწევას 2050 წლისთვის გეგმავს. მიმაჩნია, რომ ამ პროცესებს ჩვენი ქვეყანა არა თუ არ უნდა ჩამორჩეს, არამედ აქტიური მონაწილე იყოს, რაც სტაბილური მარეგულირებელი და საბაზრო ჩარჩოს ქონის შესაძლებლობას ქმნის, რომელიც ელექტროენერგიის გამომუშავებაში ინვესტიციების მოზიდვისა და სტაბილური/უწყვეტი ენერგომომარაგების უზრუნველყოფას ნიშნავს. გარდა ამისა, მუშაობას ვიწყებთ ენერგოდამოუკიდებლობის აქტზე, რომლის ფარგლებშიც ამერიკის მთავრობის დიდი მხარდაჭერა გვაქვს და რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ. გარკვეული შეთანხმებები უკვე არსებობს, პროცესი მიმდინარეა და სამუშაო ჯგუფებიც უკვე აქტიურად მუშაობენ. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ მზად ვიქნებით იმისთვის, რომ ამ სამუშაოებში რაც შეიძლება მეტი დაინტერესებული პირი ჩავრთოთ და უზრუნველვყოთ საერთო სახალხო თანამონაწილეობა“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.



განახლებადი ენერგიის ინვესტიციების შესახებ კონფერენცია USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს, რომელშიც მონაწილეობას იღებენ სამთავრობო უწყებების, ენერგეტიკული კომპანიების, არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up