დავით სონღულაშვილი: უნდა შენარჩუნდეს პოზიტიური ტენდენციები, რომელიც ეკონომიკის ყველა მიმართულებით გვაქვს

დავით სონღულაშვილი: უნდა შენარჩუნდეს პოზიტიური ტენდენციები, რომელიც ეკონომიკის ყველა მიმართულებით გვაქვს

access_time2022-11-11 00:00:00

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა, ევროპული ბიზნესასოციაციის (EBA) მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ბიზნესის დაფინანსებას და ფინანსებთან წვდომის საკითხებს ეხებოდა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.


დავით სონღულაშვილის გამოსვლა ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკას, ბიზნესის დაწყების სიმარტივესა და იმ გამოწვევებს მოიცავდა, რომელზეც აქტიური მუშაობა მიმდინარეობს როგორც პარლამენტში, ასევე მთავრობაში.


„მინდა ხაზი გავუსვა, რომ ქვეყანაში განხორციელებულმა აქტიურმა რეფორმებმა და იმ ეკონომიკურმა პოლიტიკამ, რომელსაც აღმასრულებელ ხელისუფლებასთან და კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით კოორდინირებულად ვახორციელებთ, საქართველო ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა გახდა მსოფლიოში ბიზნესის დაწყების სიმარტივით, რასაც საერთაშორისო კვლევები და რეიტინგებიც ადასტურებს. პოზიტიური ტენდენციები, რომელიც გვაქვს ეკონომიკის ყველა მიმართულებით: საგარეო ვაჭრობის, ტურიზმის, ინვესტიციების, სატრანსპორტო გადაზიდვებისა და შრომის ბაზრის მიმართულებით, უნდა შენარჩუნდეს, რათა მაქსიმალური ეფექტი მივიღოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური დოვლათის შექმნაში. ამ პროცესში მნიშვნელოვანია ყველა დაინტერესებული მხარის აქტიური ჩართულობა, რაც შესაძლებლობას მოგვცემს გამოწვევებზე მივიღოთ სწორი და თანმიმდევრული გადაწყვეტილებები. კომიტეტის საქმიანობის მანდატში მოქცეულია ეკონომიკური ზრდისთვის გასატარებელი რეფორმების თითქმის ყველა მთავარი კომპონენტი. შესაბამისად, ჩვენი საქმიანობის ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს, რომ საკანონმდებლო დონეზე მუდმივად ხელი შევუწყოთ ბიზნესგარემოს გაჯანსაღებას. აქედან გამომდინარე, ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც მიზნად ისახავს ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებებისა და DCFTA-ით განსაზღვრული პროცესების ჰარმონიზებას და იმპლემენტაციას, აქტიურ ფაზაშია“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.


მან თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ქვეყანაში რეგისტრირებული კომპანიებისთვის ევროკავშირის ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების მიერ საქონლის შესყიდვების ბაზარი უკვე გაიხსნა.



„მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ ჩვენს ქვეყანაში რეგისტრირებული კომპანიებისთვის ევროკავშირის ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების მიერ საქონლის შესყიდვების ბაზარი გაიხსნა, რაც ჩვენი ქვეყნის მიერ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების პირველი ეტაპის წარმატებით შესრულებაა საჯარო შესყიდვების სფეროში. აღნიშნული, საქართველოში რეგისტრირებულ ბიზნესს შესაძლებლობას აძლევს, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების მიერ საქონლის შესყიდვებისათვის გამოცხადებულ ტენდერებში მიიღოს მონაწილეობა და კონკურენცია გაუწიონ მსოფლიოს სხვა დანარჩენ მიმწოდებლებს. ამასთან, საჯარო შესყიდვების რეფორმის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტში განსახილველად წარმოდგენილია ახალი კანონპროექტი. მოცემული რეფორმის შედეგად იცვლება შესყიდვებთან დაკავშირებული, როგორც ნორმატიული, ასევე ტექნიკური მხარე, რაც მაქსიმალურად გააჯანსაღებს პროცესს, შესაბამისობაში მოიყვანს თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან და შექმნის საჯარო შესყიდვების უფრო ეფექტურ ეკოსისტემას. მოხარული ვარ, რომ შეხვედრის ასეთი პლატფორმა შესაძლებლობას ქმნის, ხელი შეუწყოს დიალოგს - ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებსა და პარტნიორებს შორის, რაც განსაკუთრებულ წინაპირობას ქმნის ინვესტიციების მოზიდვისთვის და ჩვენი ქვეყნის თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკაში სწრაფი ინტეგრაციისთვის“, - განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ.


კონფერენცია, რომელიც EU-ს მხარდაჭერით გაიმართა, ევროპის ბიზნესასოციაციის თავმჯდომარემ ჯონ ბრეკეველდტმა გახსნა.


კონფერენციაზე მოხსენებით წარდგნენ EBRD-ის კავკასიის რეგიონის დირექტორი კატარინა ბიორლენ ჰანსენი, EIB-ის სამხრეთ კავკასიის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი მაციეჟ ცზურა და მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის დირექტორი სებასტიან მოლინეუსი.


კონფერენციის მონაწილეებს უნიკალური შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ ინფორმაცია ევროკავშირის საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ და დაემყარებინათ ბიზნეს კონტაქტები, სამომავლო პროექტებისთვის.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up