დავით ზალკალიანი გაერო-ს რეზოლუციაზე - ჩვენი მკაფიო პოზიცია დავაფიქსირეთ, ამ სიტუაციაში უკრაინის გვერდით ვართ, ჩვენ ვართ საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვის მომხრე და ამით ჩვენი მკაფიო პოზიცია გამოვხატეთ

დავით ზალკალიანი გაერო-ს რეზოლუციაზე - ჩვენი მკაფიო პოზიცია დავაფიქსირეთ, ამ სიტუაციაში უკრაინის გვერდით ვართ, ჩვენ ვართ საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვის მომხრე და ამით ჩვენი მკაფიო პოზიცია გამოვხატეთ

access_time2022-03-03 17:00:00

ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველო არა მხოლოდ შეუერთდა უკრაინის საკითხზე გაეროს რეზოლუციას, არამედ დაასპონსორა კიდეც. როგორც მან აღნიშნა, საქართველომ მკაფიო პოზიცია დააფიქსირა, რომ ამ რთულ სიტუაციაში უკრაინის გვერდით დგას და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვის მომხრეა.


„პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ არა მხოლოდ შევუერთდით, არამედ დავასპონსორეთ ეს რეზოლუცია. საქართველო იყო იმ ქვეყნებს შორის, ვინც თავდაპირველად, ეს რეზოლუცია დაასპონსორა იმისთვის, რომ გაეროს უშიშროების საბჭოზე მიღებული ყოფილიყო. ვიცოდით რა, რომ რუსეთის ფედერაცია მაინც ვეტოს დაადებდა და როგორი მწვავე რეაქცია ექნებოდა რუსეთის ფედერაციას, ჩვენ, ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, უკრაინაში მიმდინარე აგრესიის ფონზე, ჩვენი მკაფიო პოზიცია დავაფიქსირეთ, ამ სიტუაციაში უკრაინის გვერდით ვართ, ჩვენ ვართ საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვის მომხრე და ამით ჩვენი მკაფიო პოზიცია გამოვხატეთ.


მას შემდეგ, რაც მას რუსეთმა ვეტო დაადო, მოგეხსენებათ, განსახილველად გენერალური ასამბლეის ფარგლებში გადმოვიდა, ჩვენ აქაც ვიყავით ჩვენი პოზიციის, უკრაინის მხარდაჭერის მიმართ თანმიმდევრული. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მართალია, 144-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი მთლიანად, მაგრამ საქართველო იყო იმ ქვეყნებს შორის, ვინც ეს რეზოლუციაა დაასპონსორა. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ თანამონაწილე ვართ. ჩვენ აბსოლუტურად ვიზიარებთ ამ რეზოლუციის პათოსს, შინაარსსა და სულისკვეთებას“,- განაცხადა ზალკალიანმა.



ცნობისთვის, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია სახელწოდებით „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“, რომელიც გმობს რუსეთის შეჭრას უკრაინაში და მოითხოვს რუსეთისგან, დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარი უკრაინის ტერიტორიიდან. რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს რუსეთმა, ბელარუსმა, ჩრდილოეთ კორეამ და ერიტრეამ.


IPN.GE






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up