დავოსის ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტი ბორგე ბრენდე უკრაინისთვის „მარშალის გეგმის“ შემოღების მოწოდებით გამოდის.
ამის შესახებ მან გერმანულ გამოცემა Süddeutsche Zeitung-სთან განაცხადა.
„სამშვიდობო შეთანხმების გარეშეც კი, რომელიც მოცემული მომენტისთის ნაკლებსავარაუდოა, ჩვენ უნდა დავიწყოთ მუშაობა რეკონსტრუქციაზე, სულ მცირე იმ ტერიტორიაზე, რომელიც უკრაინის კონტროლს ექვემდებარება. ჩვენ გვჭირდება „მარშალის გეგმა“ უკრაინისთვის“,- განაცხადა ბრენდემ.
დავოსის ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტის განმარტებით, საუბარი ეხება ინფრასტრუქტურას, ელექტროენერგიას, სკოლებს, გზებსა და ხიდებს.
როგორც ბრენდემ აღნიშნა, უკრაინისთვის „მარშალის გეგმის| ამოქმედების მოწოდებით დავოსში ყოველწლიური მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოვა, რომელიც დღეს იწყება.
„ამ გეგმის განსახორციელებლად ჩვენ ასევე შევკრებთ კომპანიების ხელმძღვანელებს -ლოზუნგით „გენერალური დირექტორები უკრაინისთვის“. უკრაინის აღდგენაში მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს კერძო სექტორმა“,- განაცხადა ბორგე ბრენდემ.
მან ასევე განმარტა, რომ მიმდინარე წლის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე რუსული კომპანიები და პოლიტიკოსები მიწვეულები არ არიან.
„რუსეთი დაბრუნდება, თუ ისინი კვლავ დაიწყებენ საერთაშორისო სამართლის შესრულებას“,- განაცხადა მან.
ipn.ge