„ომიკრონის“ გამო დავოსში დაგეგმილი ყოველწლიური მსოფლიო
ეკონომიკური ფორუმი გადაიდო. ამის შესახებ ფორუმის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„ყოველწლიური შეხვედრა დავოსში 2022 წლის 17-21 იანვარს უნდა გამართულიყო. ფორუმი ზაფხულის დასაწყისში დაიგეგმა“, - ნათქვამია განცხადებაში.
აქვე აღნიშნულია, რომ დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი კორონავირუსის გამო ზედიზედ მეორე წელია, გადაიდო.