დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი არ იმყოფება. მასკმა Twitter-ზე დაწერა, რომ დავოსში მიწვევაზე უარი იმიტომ ვთქვი, რომ იქ ყოფნა მოსაწყენია. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) სპიკერმა Associated Press-ს კი განუცხადა, რომ მასკი ბოლოს 2015 წელს იყო მიწვეული ბიზნეს აღმასრულებლებისა და მსოფლიო ლიდერების ყოველწლიურ შეკრებაზე.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმს მასკი ჯერ კიდევ 2022 წლის ბოლოს გამოეხმაურა - დეკემბერში Twitter-ზე დაწერა: „მე მიმიწვიეს WEF-ში, მაგრამ უარი ვთქვი. ახალ ტვიტში კი წერს: „დავოსში მოწვევაზე უარი ვთქვი არა იმიტომ, რომ იქ მზაკვრულ გეგმებს აწყობენ არამედ იმიტომ, რომ იქ მოსაწყენია.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი ყოველწლიურად იმართება დავოსში, სადაც მილიარდერი აღმასრულებელი დირექტორები, მსოფლიო ლიდერები და სხვა გავლენიანი ფიგურები იკრიბებიან, რათა მთელი რიგი გლობალური საკითხები განიხილონ, დაწყებული კლიმატის ცვლილებით და დამთავრებული ხარჯებით.