სამწლიანი პაუზის შემდეგ, შვეიცარიის სამთო კურორტზე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი იმართება. 2023 წლის ეკონომიკურ ფორუმზე ბიზნეს ლიდერების რეკორდული რაოდენობაა მიწვეული. დავოსს ხუთი დღის განმავლობაში 130 ქვეყნიდან 2700 ბიზნეს ლიდერი ეწვევა.
დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი 20 იანვრამდე გაგრძელდება. ღონისძიებას 116 ოფიციალური მილიარდერი დაესწრება, მათ შორის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები, მსოფლიოს წამყვანი ბანკებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელები, მეწარმეები, სახელმწიფოების ლიდერები და სხვა ცნობილი პიროვნებები.
ფორუმის განსახილველ საკითხებს შორისაა: რუსეთ-უკრაინის ომი, გლობალური ეკონომიკური ზრდა, მონეტარული პოლიტიკა, ინფლაცია და გეოპოლიტიკური ურთიერთობები.
დავოსში გაემგზავრება საქართველოს დელეგაციაც.