დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი რუსი მილიარდერების გარეშე ჩაივლის. ინფორმაციას ამის შესახე Bloomberg ავრცელებს.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო რუსი ოლიგარქები საერთაშორისო საზოგადოებისათვის არასასურველი სტუმრები გახდნენ.
რუსი მილიარდერების გარდა, წელს ეკონომიკურ ფორუმს არც ჩინეთიდან დაესწრებიან, რადგან Covid-ის შემთხვევების მკვეთრი ზრდისა და საფონდო ბირჟის კრახის გამო ქვეყნის უმდიდრესმა ადამიანებმა $224 მილიარდი დაკარგეს.
„ამერიკელებმა, როგორც ყოველთვის, შექმნეს ყველაზე დიდი ჯგუფი, საიდანაც დავოსის სამიტს 33 მილიარდერი დაესწრება. ევროპიდან მხოლოდ 18 მილიარდერია რეგისტრირებული.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი 16-დან 20 იანვარს გაიმართება.