დავოსში უკრაინის, სასურსათო კრიზისისა და მწვანე ენერგიის საკითხებს განიხილავენ

დავოსში უკრაინის, სასურსათო კრიზისისა და მწვანე ენერგიის საკითხებს განიხილავენ

access_time2022-05-23 22:00:12

მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა იანვარში გავრცელებული ომიკრონის შტამის გამო სტარტი 4 თვის დაგვიანებით 22 მაისს აიღო. უმთავრეს განსახილველ თემას უკრაინა წარმოადგენს. ფორუმიც სწორედ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვით გაიხსნა. Financial Times-ის ცნობით უკრაინის გარდა, მხარეები სასურსათო კრიზისსა და მწვანე ენერგიის მომავალზეც იმსჯელებენ.


უკრაინა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე დიდ ომს დავოსშიც ყველაზე დიდი ადგილი დაეთმობა. ომმა 3 თვეში მშვიდობიანი მოქალაქეების ჩათვლით უკვე 50 000-ზე მეტი ადამიანი შეიწირა. რუსეთმა იმაზე მეტი დანაკარგი განიცადა ვიდრე ავღანეთში. უკრაინისთვის მიყენებულმა ეკონომიკურმა ზიანმა $600 მლრდ-ს, ზოგი გამოთვლით $1 ტრლნ-საც გადააჭარბა, ამ თანხაში შედის როგორც განადგურებული ინფრასტრუქტურა, ასევე გაჩერებული ბიზნესისა და მკვეთრად გაუარესებული საინვესტიციო გარემოს შედეგად მიღებული დანაკარგი. მსოფლიო ბანკსა და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს ჯერ კიდევ გასული წლის მიწურულს გაკეთებული ეკონომიკური ზრდისა და ინფლაციის პროგნოზების გადახედვა მოუხდათ. განახლებული პროგნოზი ორივე შემთხვევაში ნეგატიურისკენ გადახრას გულისხმობს.


სასურსათო კრიზისი. მეორე საკითხი - სასურსათო კრიზისი პირველთან პირდაპირ კავშირშია. უკრაინის პორტებში 22 მლნ ტონა ხორბალია ბლოკირებული. შედარებისთვის საქართველოს წლიური მოხმარება 27-ჯერ ნაკლები - 800 ათასი ტონაა. გამოდის რომ პუტინის ბრძანებით რუსულ გემებს 100 მლნ ადამიანისთვის 1 წლის სამყოფი ხორბალი აქვთ ბლოკირებული. გარდა ამისა, რუსეთმა მარცვლეულის რამდენიმე საწყობი საარტილერიო ცეცხლით გაანადგურა, 400 ათასი ტონა ხორბალი კი უბრალოდ მიითვისა და გასაყიდად სირიაში გაიტანა. იქ სადაც აქტიური საომარი მოქმედებები არ მიდის, უკრაინელი ფერმერები ჯავშანჟილეტებით მიწების დამუშავებას განაგრძობენ, თუმცა რამდენიმე ასეთი მცდელობა, მინდორში ჩატოვებული ნაღმის ამოქმედების შედეგად ფატალურად დასრულდა. უკრაინა ერთადერთი არაა. ხორბლის ექსპორტზე კიდევ ერთმა მსხვილმა ბეღელმა ყაზახეთმა შეზღუდვები დააწესა, ინდოეთმა კი საერთოდ აკრძალა. რაში ვლინდება სასურსათო კრიზისი? აპრილში საქართველოში პურის ფასი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 30%-ით გაიზარდა, რაც დაბალშემოსავლიანი ადამიანისთვის მძიმე განაჩენია.



მწვანე ენერგია. მწვანე ენერგია დავოსში წინ წლებშიც ერთ-ერთ უმთავრეს განსახილველ თემას წარმოადგენდა. ახლა როცა რუსული ენერგორესურსებიდან თავის დაღწევის სურვილი გაჩნდა მწვანე ენერგიამ დამატებითი აქტუალურობა შეიძინა და წიაღისეულ საწვავთან დამშვიდობების პროცესი დააჩქარა. გლობალურ დათბობა, დაბინძურებულ ატმოსფეროს, დაბინძურებულ წყალსა და მათგან გამოწვეულ დაავადებებს, XXI საუკუნის პირველ 20 წელიწადში უფრო მეტი ადამიანი ემხვერპლა ვიდრე ორივე მსოფლიო ომში ერთად.


ბიტკოინი. ბიტკოინი ახლა $30 000 ღირს და მისი კაპიტალიზაცია $577 მლრდ-ს შეადგენს, თუმცა სულ რამდენიმე თვის წინ #1 კრიპტოვალუტის ფასი $69 000-ს ხოლო კაპიტალიზაცია $1.2 ტრლნ-ს აჭარბებდა. როგორია კრიპტოვალუტებისა და ზოგადად ბლოკჩეინ ტექნოლოგიების მომავალი? როგორ უნდა დარეგულირდეს სფერო? დავოსში შეკრებილები პასუხების გაცემას ამ კითხვებზეც შეეცდებიან.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up