„დახატე შენი ოცნების ტოიოტა, მართე მომავალი“ - „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ბავშვებს საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობისთვის იწვევს

„დახატე შენი ოცნების ტოიოტა, მართე მომავალი“ - „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ბავშვებს საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობისთვის იწვევს

access_time2022-12-21 12:09:07

„დახატე შენი ოცნების ტოიოტა, მართე მომავალი“ - „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ საქართველოში მცხოვრებ ბავშვებსა და მოზარდებს მიმართავს და „ტოიოტა მოტორ კორპორაციის“ მიერ ორგანიზებულ ხატვის მე-16 საერთაშორისო საბავშვო კონკურსში - „ტოიოტას ოცნების ავტომობილი“ | Toyota Dream Car Art - მონაწილეობისთვის იწვევს. ამის შესახებ ინფორმაციას „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავრცელებს.

 

როგორც „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, თინათინ მაკარიძე აღნიშნავს, ტოიოტას გლობალური საბავშვო კონკურსის მიზანი პლანეტის საუკეთესო მომავლის შექმნის იდეის ირგვლივ ახალი თაობის გაერთიანებაა. მისი თქმით, ბავშვებისა და მოზარდების მხრიდან ტოიოტას ამ უდიდესი საერთაშორისო კონკურსით დაინტერესება საქართველოშიც მზარდია და მსურველთა რეგისტრაცია ცენტრში უკვე აქტიურად მიმდინარეობს.

 

„საერთაშორისო საბავშვო კონკურსის ორგანიზებით, ტოიოტა პოპულარიზაციას უწევს ჩვენი პლანეტის საუკეთესო და უსაფრთხო მომავლის იდეას და ამ იდეის გარშემო ახალ თაობას აერთიანებს. „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ აქტიურად არის ჩართული ეროვნულ დონეზე საბავშვო კონკურსის ორგანიზებაში. ტოიოტა ასე მიმართავს მსოფლიოს ახალ თაობას, მათ შორის ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ ბავშვებსა და მოზარდებს: „დახატე შენი ოცნების ტოიოტა, მართე მომავალი“. ბავშვებს შეუძლიათ ფართო გასაქანი მისცენ თავიანთ ფანტაზიას და ვთქვათ, დახატონ: ყველაზე უცნაური მფრინავი ავტომობილები, რომლებიც გასაჭირში ჩავარდნილ ადამიანებს ეხმარებიან; ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე კოსმოსური ჰოვერბორდები, რომლებიც აქრობენ გაჩენილ ხანძრებს, განადგურებისგან იცავენ ფლორას და ფაუნას; ავტომობილები, რომლებიც ასუფთავებენ ოკეანეებს და ზღვებს; გასაოცარი ყველგანმავლები, რომლებიც გადაადგილდებიან მთვარეზე ან პლანეტებზე და მრავალი სხვა. ტოიოტას სწორედ ეს აინტერესებს, თუ როგორი იქნება ბავშვის წარმოსახვაში მობილობის მომავალი და რამდენად უსაფრთხო იქნება ის სამყაროსთვის. სასიხარულოა, რომ ტოიოტას მე-16 საერთაშორისო ხატვის კონკურსში მონაწილეობის სურვილს ბევრი ბავშვი გამოთქვამს. მზად ვართ, მათ დავეხმაროთ, რომ თავიანთი ოცნებები საერთაშორისო საზოგადოებას გაანდონ. ჩვენი სურვილია, საქართველოში მცხოვრებ რაც შეიძლება მეტ ბავშვს მივაწვდინოთ ხმა, რომ Toyota Dream Car Art-ის კონკურის მიმართ მათაც გაუჩნდეთ დაინტერესება. იმისათვის, რომ ბავშვები ტოიოტას 2023 წლის გლობალური კონკურსის ფინალში მოხვდნენ, მათ კონკურსში მონაწილეობა, თავდაპირველად, ეროვნულ დონეზე, საქართველოში უნდა მიიღონ. კონკურსში ჩართვა და თავისი ოცნების ავტომობილის ნახატის სახით წარმოდგენა, 15 წლის ასაკის ჩათვლით,  ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ ნებისმიერ ბავშვს შეუძლია“, - აღნიშნავს თინათინ მაკარიძე.

 

„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ინფორმაციით, ტოიოტას მე-16 საერთაშორისო საბავშვო კონკურსის პირობებისა და სარეგისტრაციო ფორმის შესახებ დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ ოფიციალურ ვებგვერდზე, ბმულით: https://bit.ly/3FamPfv

 

მისივე განმარტებით, კონკურსში მონაწილეობის მსურველმა ბავშვებმა განაცხადი და საკონკურსო ნახატი („ოცნების ავტომობილი“), მშობლის თანხლებით, „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ ოფისში 2023 წლის 3 თებერვლის ჩათვლით უნდა წარადგინონ, გამარჯვებულ 9 ნამუშევარს კი კომპეტენტური ჟიური სამი ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით გამოავლენს.

 

„კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა აპლიკაციის შევსებული ფორმა და საკონკურსო ნახატი „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ ოფისში უნდა წარმოადგინონ 2023 წლის 3 თებერვლის ჩათვლით, 18:00 საათამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი #116, ან გმოგვიგზავნონ ამავე მისამართზე ფოსტით. დამატებითი ინფორმაციისთვის დაკავშირება შესაძლებელია საკონტაქტო ნომერზე: 032 2511. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოში მცხოვრები ბავშვები აქტიურად ჩაერთვებიან Toyota Dream Car Art-ის კონკურსში და მაქსიმალურად გამოავლენენ საკუთარ შესაძლებლობებს. სპეციალურად მოწვეული კომპეტენტური ჟიური „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ შემოსული საკონკურსო ნახატებიდან, სამი ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით, 9 საუკეთესო ფინალურ ნამუშევარს შეარჩევს. ეროვნულ დონეზე გამარჯვებულ ბავშვებს „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ სპეციალური პრიზებით დააჯილდოვებს. შემდეგ კი, 9-ვე ნახატი იაპონიაში, Toyota Dream Car Art-ის მე-16 საერთაშორისო საბავშვო კონკურსზე გაიგზავნება. გლობალური კონკურსის საბოლოო გამარჯვებულებს კი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ფინალისტებს შორის, „ტოიოტა მოტორ კორპორაცია“ გამოავლენს“, - აცხადებს  თინათინ მაკარიძე.

 

„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ ინფორმაციით, „ტოიოტას ოცნების ავტომობილი“ | Toyota Dream Car Art-ის ეროვნულ დონეზე, საქართველოში ჩატარებული კონკურსის შედეგები 2023 წლის თებერვლის ბოლომდე გასაჯაროვდება. ტოიოტას მე-16 საერთაშორისო კონკურსის საბოლოო შედეგები კი 2023 წლის ზაფხულში გახდება ცნობილი. ინფორმაცია გამოქვეყნდება Toyota Dream Car Art-ის ოფიციალურ ვებგვერდზე: https://www.toyota-dreamcarart.com



(R)




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up