დაზარალებული ქვეყნები ირანისგან ითხოვენ თეირანში ჩამოგდებული Fly UIA-ს თვითმფრინავის საქმეზე არბიტრაჟს დაეთანხმოს

დაზარალებული ქვეყნები ირანისგან ითხოვენ თეირანში ჩამოგდებული Fly UIA-ს თვითმფრინავის საქმეზე არბიტრაჟს დაეთანხმოს

access_time2022-12-29 14:00:12

დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ, უკრაინამ და შვედეთმა მოითხოვეს, რომ ირანი დათანხმდეს არბიტრაჟს თეირანში უკრაინული Fly UIA-ს თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებით, რასაც 176 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.


შესაბამისი განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინის, კანადის, შვედეთის და გაერთიანებული სამეფოს მინისტრებმა მიიღეს ზომები, რომ ირანმა პასუხი აგოს უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების რეისის 752 (ფრენა PS752) უკანონო ჩამოგდებაზე და საქმე გადავიდეს მოგვარების ფაზაში.


„კერძოდ, 1971 წლის სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედებების აღკვეთის კონვენციის მე-14 მუხლის შესაბამისად, ჩვენ მოვითხოვეთ რომ ირანი, რეისი PS752-ის 2 საზენიტო რაკეტით ჩამოგდების გამო, სავალდებულო არბიტრაჟს დაექვემდებაროს. რაკეტები უკანონოდ და განზრახ იქნა გაშვებული ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის (IRGC) საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფის წევრების მიერ.


საკოორდინაციო ჯგუფი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ირანს პასუხისმგებლობა დაეკისროს საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებების მრავალჯერ დარღვევისთვის. ამ ქმედებით გვინდა პასუხისმგებლობა გამოვხატოთ და მსხვერპლთა და მათი ოჯახებისთვის უზრუნველყოფილი იყოს საქმის გამჭვირვალობა და სამართლიანობა“, აღნიშნულია უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში. 


აღნიშნული კონვენცია ასევე ცნობილია, როგორც 1971 წლის მონრეალის კონვენცია და სწორედ ეს კონვენცია ავალდებულებს სახელმწიფოებს აკრძალონ, აღკვეთონ და დასაჯონ სამოქალაქო ავიაციის წინააღმდეგ მიმართული გარკვეული დანაშაულები, მათ შორის საჰაერო ხომალდის უკანონო და განზრახ განადგურება.



შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 8 იანვარს FlyUIA-ს  Boeing 737-800 NG თეირანის აეროპორტიდან აფრენიდან ზუსტად 2 წუთში  ჩამოაგდეს. ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი დაიღუპა, სულ 176 ადამიანი. დაღუპულთა შორის უკრაინის 11 მოქალაქე იყო, მათგან ცხრა ეკიპაჟის წევრი.


ლაინერს ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის მიერ გასროლილი ორი რაკეტა მოხვდა და ჩამოვარდა.


FlyUIA-ს თვითმფრინავი, რომელიც თეირანიდან კიევის მიმართულებით ასრულებდა რეისს, მიწაზე დანარცხებამდე აალდა, აღნიშნული იყო ირანის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის ანგარიშში.


მათი მონაცემებით, ლაინერის ფრენის ტრაექტორია აჩვენებს იმას, რომ პრობლემის წარმოქმნისთანავე ეკიპაჟმა თვითმფრინავი აეროპორტის მიმართულებით მოაბრუნა. ამავე დროს, მფრინავებმა ბორტზე საგანგებო მდგომარეობის შესახებ არ გამოაცხადეს.


მალევე, ავიაკატასტროფის მიზეზად ძრავის აალება დასახელდა, რასაც უკრაინული მხარე არ დაეთანხმა და განაცხადა, რომ მათი დროშის ქვეშ მფრინავი საჰაერო ხომალდი ტექნიკურად გამართული იყო. ბორტს ბოლო სავალდებულო ტექნიკური მომსახურეობა, ავიაკატასტროფამდე 2 დღით ადრე, 2020 წლის 6 იანვარს ჩაუტარდა.


საბოლოოდ გამოჩნდა ვიდეო მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც დადგინდა, რომ FlyUIA-ს კატასტროფის მიზეზი რაკეტის მოხვედრა იყო.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up