დედამიწაზე ქვიშა თავდება — რა არის ამის მიზეზი და რას ნიშნავს ეს?

დედამიწაზე ქვიშა თავდება — რა არის ამის მიზეზი და რას ნიშნავს ეს?

access_time2022-04-30 18:00:30

მსოფლიო კიდევ ერთი, ამჯერად ქვიშის, კრიზისის წინაშეა.

გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) მიხედვით, მსოფლიო ქვიშის კრიზისის წინაშეა. გამომდინარე იქიდან, რომ დღესდღეობით მოსახლეობის რაოდენობა და ურბანიზაციის დონეები უწყვეტად იზრდება, დიდია მოთხოვნა შუშასა და ბეტონზეც, ამ უკანასკნელთა დასამზადებლად კი სწორედ ქვიშა გამოიყენება.

UNEP-ის ახალ მოხსენებას თუ დავეყრდნობით, ქვიშის იმ რაოდენობით, რომელსაც მსოფლიო წელიწადის განმავლობაში იყენებს, დაახლოებით 26-მეტრიანი სიმაღლისა და სიგანის კედელს ავაშენებდით მთელი პლანეტის გარშემო.

მიუხედავად იმისა, რომ წყლის შემდეგ ქვიშა მეორე ყველაზე ხშირად გამოყენებადი რესურსია, პროცესს თითქმის არავინ არეგულირებს. UNEP გვაფრთხილებს, რომ ქვიშას იმაზე სწრაფი ტემპით ვიყენებთ, ვიდრე ბუნებრივი პროცესები წარმოქმნის მას.

მდგრადი განვითარებისათვის ძირეულად უნდა შევცვალოთ მეთოდები, თუ როგორ ვაწარმოებთ, ვაშენებთ და მოვიხმართ პროდუქტებს, ინფრასტრუქტურასა და სერვისებს, — განაცხადა პასკალ პედუციმ, UNEP-ის პროგრამის კოორდინატორმა — ქვიშის რესურსები უსასრულო არაა და ბრძნულად უნდა გამოვიყენოთ.


გასათვალისწინებელია ისიც, რომ ქვიშა უამრავი სახეობის საარსებო გარემოს მნიშვნელოვანი ნაწილია. შესაბამისად, მისი ჭარბი მოხმარება ბიომრავალფეროვნების შემცირებამდეც მიგვიყვანს.

ამ მოცემულობაში UNEP გვირჩევს, რომ ქვიშის ალტერნატივები გამოვიყენოთ, მაგალითად, დაფშხვნილი ქვა ან მაინინგის სხვა თანაპროდუქტები. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ქვიშის მოხმარების გასაკონტროლებლად გარკვეული დაწესებულება დაარსდეს.

პრობლემა მხოლოდ გარკვეულ ადგილებს სულაც არ ექმნება, — განაცხადა ეკოლოგმა ავრორა ტორესმა — ქვიშა ნებისმიერი ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი მასალაა.


წყარო: on.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up