დედაქალაქის მერია 30 ელექტროდამტენს თბილისში დაამონტაჟებს, ხოლო 20-ს დასავლეთ საქართველოს მიმართულებით

დედაქალაქის მერია 30 ელექტროდამტენს თბილისში დაამონტაჟებს, ხოლო 20-ს დასავლეთ საქართველოს მიმართულებით

access_time2022-09-01 13:20:00

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია კერძო სექტორთან ერთად, დამატებით 50 ელექტროდამტენს დაამონტაჟებს. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, 30 დამტენი დედაქალაქის სხვადასხვა მისამართზე დამონტაჟდება, ხოლო 20 დამტენი დასავლეთ საქართველოს მიმართულებით. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.


„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ქვეყანაში ელექტრომობილები წავახალისოთ. რაც უფრო მეტი ელექტრომობილი იქნება, ეს მისასალმებელია. შესაბამისად, ჩვენ ამ პროცესების ხელშემწყობი ვართ და მიღებული გვაქვს გარკვეული გადაწყვეტილებები. არის გარკვეული შეღავათები, თუნდაც ის, რომ ელექტრომობილის მფლობელები პარკინგის საფასურს არ იხდიან. ასევე, A კატეგორიის ტაქსის მძღოლები, რომლებსაც ელექტრომობილები ჰყავთ, ლიცენზიის გადასახადს არ იხდიან. ამასთან, მთელი ქალაქის მასშტაბით, ჩვენ უკვე დავაყენეთ ელექტროდამტენები - დაახლოებით 60 ერთეული. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ელექტრომობილების დატენვა უფასოა.


კერძო სექტორთან ერთად მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და დამატებით, 50 ელექტროდამტენის მონტაჟის პროექტი განხორციელდება. აქედან 30 დამტენი დამონტაჟდება დედაქალაქის სხვადასხვა მისამართზე, ხოლო 20 დამტენი მოეწყობა დასავლეთის მიმართულებით, ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე. იცით, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანია ელექტრომობილებისთვის დამტენების ხელმისაწვდომობა არამხოლოდ ქალაქში, ქალაქგარეთაც, რათა ქალაქიდან გასვლის შემთხვევაში, სატენი მოწყობილობით სარგებლობა ხელმისაწვდომი და კომფორტული იყოს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.



მისი თქმით, პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებული იქნება პირობა, რომ დასავლეთ საქართველოს მიმართულებით ორი ელექტროდამტენი სადგური განთავსდეს.


„დასავლეთის მიმართულებით გათვალისწინებულია ორი ელექტროდამტენი სადგურის მოწყობა, სადაც თითოეულზე ორივე მიმართულებით, როგორც თბილისი-ბათუმის, ასევე, ბათუმი-თბილისის, მოეწყობა ათ-ათი სწრაფი დამტენი თავისი საჭირო ინფრასტრუქტურით, კვების ობიექტებით, დასასვენებელი სივრცეებითა და ადგილებით.


აღნიშნული პროექტი განხორციელდება დღეიდან, დაახლოებით, 7 თვის განმავლობაში. ვიმედოვნებ, რომ კომპანია ზედმიწევნით შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს და მოსახლეობას შევთავაზებთ დატენის მომსახურებას არამხოლოდ ქალაქის ტერიტორიაზე, არამედ ქალაქგარეთაც, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ელექტრომობილების განვითარებას და ასევე, გადაწყვეტილების მიღებაში დავეხმარებით იმ ადამიანებს, ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს, შეიძინოს თუ არა ელექტრომობილი“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up