თბილისის მერია გეგმავს, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ თავდაპირველ პროექტში არსებული ჩასასვლელის ტერიტორია დაიბრუნოს

თბილისის მერია გეგმავს, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ თავდაპირველ პროექტში არსებული ჩასასვლელის ტერიტორია დაიბრუნოს

access_time2022-09-28 13:40:00

მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ თავდაპირველ პროექტში იყო კიდევ ერთი შესასვლელი, რომელიც დღეს კერძო ტერიტორიაა და მუნიციპალიტეტი მის დაბრუნებას გეგმავს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.


კახა კალაძემ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.


„მეტროშიც გვაქვს გარკვეული პრობლემები, მით უფრო, პიკის საათში. ეს არის განსაკუთრებით მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ ჩასასვლელთან, როდესაც მოქალაქეების დიდი რაიდენობა მიდის და არსებული შესასვლელი მათ ვერ ატარებს. მეტროს, გადაყვანის - ბაქნიდან მგზავრების აყვანის თვალსაზრისით, არავითარი პრობლემა არ აქვს. შესასვლელთან გვაქვს ეს დისკომფორტი და ამასაც მივხედავთ, მოვაწესრიგებთ. კომუნისტების დროს იყო დაპროექტებული მეორე ჩასასვლელ-ამოსასვლელი. ამაზეც აქტიურად ვმუშაობთ აზიის განვითარების ბანკთან და გვინდა ამ პროექტის განხორციელება. მიმდებარე ტერიტორია, სადაც ეს მეორე ჩასასვლელ-ამოსასვლელია, გასხვისებულია, კერძო საკუთრებაა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ეს სტრატეგიული მნიშვნელობისაა, მუნიციპალიტეტი ამ ტერიტორიას დაიბრუნებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.


მისივე თქმით, პრობლემა ასევე იქმნება მეტროსადგურ „სადგურის მოედანზე“, სადაც მეტროს ორი ხაზი ერთმანეთს უკავშირდება.



„იმ 70-მეტრიან გვირაბში ადამიანების გადაადგილება წარმოადგენს უდიდეს პრობლემას, ფიზიკურად გავლა შეუძლებელია. ეს განსაკუთრებით ხდება პიკის საათებში, რომელსაც ყველანი ვხედავთ, სრულყოფილი ინფორმაცია გვაქვს, დეტალურად ვიცით არსებული პრობლემის შესახებ. მინდა, დავავალო ვიცე-მერს, ასევე, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსს ვიქტორ წილოსანს, რომ დაიწყოთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ამ ყველაფრის მოსაწესრიგებლად. პირველად შეიძლება სატესტო რეჟიმში გამოვიყენოთ განვითარებული ქვეყნების მაგალითები, თუ როგორ ხდება ნაკადების მართვა. მინდა, მოგიწოდოთ უფრო მეტი ჩართულობისკენ, ჩართეთ ექსპერტები, დარგის სპეციალისტები და ვნახოთ, რა შესაძლებლობებია ნაკადების მართვის თვალსაზრისით. პარალელურად, ჩართეთ საერთაშორისო ექსპერტებიც და დავიწყოთ მუშაობა არსებული გვირაბის მოწესრიგებაზე, იმისთვის, რომ რომ გადაადგილება პრობლემას არ წარმოადგენდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.


ამასთან, მერის თქმით, მეტროპოლიტენში, რომელიც სატრანსპორტო სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია, მუდმივად იდგმება კონკრეტული ნაბიჯები როგორც მგზავრთა უფრო დიდი ნაკადების მომსახურების, ისე უსაფრთხოების მიზნით.


მისივე განმარტებით, ამ მიმართულებით მუშაობის დაწყებამდე და შემადგენლობების დამატებამდე, მეტროში მოცდის დრო 7-8 წუთიდან 3 წუთამდე შემცირდა.


გარდა ამისა, მერმა აღნიშნა, რომ მეტროში სრულად შეიცვალა ძალოვანი კაბელები სასიგნალიზაციო სისტემებისა და დისპეჩერიზაციის მოწყობის ჩათვლით. ასევე, შეიცვალა სავენტილაციო აგრეგატებიც.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up