დედაქალაქის ტერიტორიაზე სადისტრიბუციო მანქანებისთვის სპეციალური საპარკინგე ადგილების გამოყოფა დაიწყო. როგორც დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურს ასოციაცაიამ მიაწოდა პირველადი ინფორმაცია, დედაქალაქის ტერიტორიაზე იმ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ადგილების შესახებ, სადაც მნიშვნელოვანია სადისტრიბუციო მანქანებისათვის ადგილის გამოყოფა.
„დედაქალაქის მერიის ცნობით დაწყებულია სპეციალური პარკირების ზონების გამოყოფის პროცესი, ყოველკვირეულად ხორციელდება 60-მდე საპარკინგე ადგილის დახაზვა და შესაბმისი საპარკინგე ნიშნის მოწყობა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კომპანიების საქმიანობის წარმართვას და იმ ფინანსური ზიანის თავიდან აცილებას, რომლის წინაშეც დგანან კომპანიები.
ასოციაცია მერიასთან ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, წევრ კომპანიებს ყოველ კვირას მიაწვდის ინფორმაციას სპეციალური საპარკინგე ადგილების გამოყოფის შესახებ,“- აღნიშნულია ასოციაციის განცხადებაში.