დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი დაუნინგ სტრიტზე სიტყვით გამოვიდა დედოფალ ელისაბეტის გარდაცვალების შემდეგ.
ჩვენ ყველანი განადგურებულები ვართ დედოფლის სიკვდილით, რაც უზარმაზარი შოკია ერისა და მსოფლიოსთვის, - თქვა მან.
პრემიერმა დედოფალი აღწერა, როგორც კლდე, რომელზედაც აშენდა თანამედროვე ბრიტანეთი და მანვე დაამატა: ბრიტანეთი დიდებული ქვეყანაა სწორედ მისი დამსახურებით.
ლიზ ტრასის თქმით, დედოფალი მისი, ისევე როგორც მრავალი ბრიტანელისთვის, პირადი შთაგონება იყო.
მისი მოვალეობისადმი ერთგულება მაგალითია ყველა ჩვენგანისთვის, - განაცხადა მან.
ბრიტანეთის პრემიერმა თავისი გამოსვლა დაასრულა სიტყვებით: ღმერთმა დალოცოს მეფე.
სამეფო ოჯახმა დაადასტურა, რომ ახალი მეფე ოფიციალურად იქნება ცნობილი, როგორც მეფე ჩარლზ III.
წყარო: radiotavisupleba.ge