ქალაქ დედოფლისწყაროს 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის დალის მთის წყალსაცავიდან 38 კმ-იანი მაგისტრალი მოეწყო. ქალაქში უწყვეტი წყალმომარაგებისთვის მიმდინარე პროექტის ფიზიკური სამუშაოების 95% დასრულდა.
პროექტის ფარგლებში, დალის მთის წყალსაცავიდან 38 კმ-იანი მაგისტრალი და 35 კმ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი მოეწყო, რომელიც მაგისტრალური ხაზის მუშაობისთვისაა აუცილებელი, აშენდა სატუმბი სადგურები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ძველ და დასრულების ეტაპზეა ახალი რეზერვუარის მშენებლობა, დასკვნით ეტაპზეა წყალმომარაგებისთვის აუცილებელი ყველა საჭირო ინფრასტრუქტურული სამუშაო.
პროექტი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე, 2023 წლის პირველ ნახევარში დასრულდება, შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობა 24-საათიანი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებით ისარგებლებს.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში შემავალი 14 სოფლის 23 000-მდე ბენეფიციარი უწყვეტი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.