დეფიციტი 3%-იანი ზღვრის დაბლა და ვალი მშპ-ს 39%-მდე - რა პრიორიტეტებია 2023 წლის ბიუჯეტში

დეფიციტი 3%-იანი ზღვრის დაბლა და ვალი მშპ-ს 39%-მდე - რა პრიორიტეტებია 2023 წლის ბიუჯეტში

access_time2022-10-10 14:40:29

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თაობაზე იმსჯელა. პროექტი კომიტეტს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ გააცნო.


„2023 წლის ბიუჯეტი დიდწილად დამოკიდებულია იმაზე რა ტენდენციები გვაქვს ქვეყანაში, შესაბამისად, მომდევნო წლის პროგნოზების განსასაზღვრად ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ რა ხდება დღეს ქვეყნის ეკონომიკაში“, - განაცხადა მომხსენებელმა.


მინისტრის მოადგილემ ისაუბრა 2022 წლის ბიუჯეტის შესრულებაზე და მასში განხორციელებულ ცვლილებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ წლევანდელი რეალური ეკონომიკური ზრდა, 8 თვის მაჩვენებლით, არის 10.3% და სწორედ ამ მონაცემიდან გამომდინარე ხდება მომდევნო წლის დაგეგმვა.


„2023 წლის ბიუჯეტის პროექტით დაგეგმილია ეკონომიკის 5%-იან ზრდა. მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებელი განსაზღვრულია 79,6 მლნ ლარით. მომავალ წელს ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 24,3 მილიარდი ლარი იქნება, რაც საშუალებას იძლევა, რომ ყველა ძირითადი მიმართულებით ქვეყანამ უპასუხოს არსებულ გამოწვევებს, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.


მომხსენებელმა კონკრეტული მონაცემები წარადგინა ყველა ძირითად მიმართულების და უწყებების დაფინანსების მოცულობების თაობაზე. ისაუბრა საგადასახადო შემოსავლების, მიმდინარე და კაპიტალური ხარჯების შესახებ. გიორგი კაკაურიძემ სამინისტროების მიხედვით გათვალისწინებული ასიგნებები წარმოადგინა.



მისი განცხადებით, თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით არსებული გამოწვევების ფონზე, პოლიციელებისა და ჯარისკაცების ხელფასი 20%-ით გაიზრდება, რისთვისაც ბიუჯეტში 290,0 მლნ ლარზე მეტია გათვალისწინებული; ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების განსახორციელებლად სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 770,0 მლნ ლარზე მეტით, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია პენსიების ზრდა.


განათლების და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 290,0 მლნ ლარზე მეტით, და მასწავლებლების და მანდატურის ხელფასები 125 ლარით გაიზრდება. მნიშვნელოვანი თანხებია გათვალისწინებული ქვეყნის ეკონომიკის მდგრადი განვითარების ხელშესაწყობად.


ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიიმართება 6 მილიარდ ლარზე მეტი, გათვალისწინებულია ხელფასების რაოდენობის 10%-იანი ზრდა საჯარო სექტორში.


„ნაერთი ბიუჯეტის მნიშვნელოვანი პარამეტრებია საბიუჯეტო დეფიციტი და მთავრობის ვალი. ჩვენ წელსაც მნიშვნელოვნად შევამცირეთ დეფიციტი და მომდევნო წელს ვვარაუდობთ, რომ დეფიციტი 3%-იანი ზღვრის დაბლა უნდა იყოს მშპ-სთან შედარებით. რაც შეეხება ვალის მაჩვენებელს, ის მომდევნო წელსაც კლებულობს და მშპ-ს 38.8% იქნება“, - განაცხადა მომხსენებელმა.


მან სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებზე საუბრისას აღნიშნა, რომ წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია და განისაზღვრება 21, 3 მილიარდი ლარის ოდენობით.


„საკომიტეტო განხილვებზე მოვისმენთ თქვენს წინადადებებს და საბოლოოდ გადამუშავებული ვერსიაში კიდევ შეიძლება დაიხვეწოს პროექტი, მაგრამ მთავარი, რაც არ შეიცვლება ამ კანონპროექტში, ესაა დეფიციტის მაჩვენებელი, რომელიც პროექტშია წარმოდგენილი, უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება შემცირებისკენ გადავდგათ გარკვეული ნაბიჯი,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ.


კომიტეტმა მხარი დაუჭირა სახელმწიფო ბიუჯეტის წარმოდგენილ პროექტს.


თეგები:
ბიუჯეტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up