დეფოლტი რუსეთის რეპუტაციაზე დამატებითი შავი ლაქა იქნება, მაგრამ ეკონომიაკში არაფერს შეცვლის - სერგეი ალექსაშენკო

დეფოლტი რუსეთის რეპუტაციაზე დამატებითი შავი ლაქა იქნება, მაგრამ ეკონომიაკში არაფერს შეცვლის - სერგეი ალექსაშენკო

access_time2022-04-17 15:00:24

რუსეთის ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე სერგეი ალექსაშენკო ფიქრობს აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირის, კანადის მხრიდან რუსეთისთვის დაწესებული სანქციები უმკაცრესია, ბევრად მკაცრი, ვიდრე 2014 წელს რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებული სანქციების ტალღა. ზარალიც ბევრად მასშტაბური დღეს რუსეთის ეკონომიკისთვის, ვიდრე მაშინ. ალექსაშენკოს განმარტებით რუსეთის ეკონომიკა უმსხვილესი და მრავალწახნაგიანი მექანიზმია და სწორედ ამიტომ ვერ ახდებს მყისიერ გავლენა ეკონომიკაზე. ყველაზე მძიმე რუსეთისთვის კი, მისი აზრით, ტექნოლოგიური მასალების, ტექნორესურსის, ყველა შესაძლო შეზღუდვაა.

"ეს არ არის სარაკატო დარტყმა , რომლის გამოყენებითაც მყისიერად ნადგურდება მიზანი. სანქციების ეფექტი ნელ-ნელა რამდენიმე ეტაპით ვლინდება. პირველი ეტაპი რუსეთის ეკონომიკაში უკვე სახეზეა, ესაა ინფლაციის მკვეთრი ზრდა. გავიხსენოთ 2014 წელს ინფლაცია 4%მდე რომ შემცირებულიყო, ამისთვის 6 თვე გახდა აჭირო. ახლა კი სანქციების პირველივე კვირიდან რუსეთში თვიური ინფლაცია 8%-ს აჭარბებს. რუსეთსა და მსოფლიო გლობალურ ეკონომიკას შორის ტექნოლოგიური ურთიერთობების გაჩერება ყველაზე მძიმე რუსეთის ეკონომიკისთვის," - ამბობს რუსეთის ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე.

რუსი ეკონომისტისგან ინტერვიუ რადიო "მაესტრომ" აიღო და "კომერსანტი" მის ბეჭდურ ვერსიას გთავაზობთ:

კითხვა: რამდენად მზად იყო რუსეთი ამ სანქციებისთვის

"რუსი ჩინოვნიკების განცხადებები, რომ რუსეთის ეკონომიკაში ყველაფერი რიგზეა და სანქციები ვერაფერს დაგვაკლებს, გასაგებია. ისინი ამბობენ, რომ იმპორტის ჩანაცვლებით რუსეთის უფრო გაძლიერდება. ჩინოვნიკებს არ შეუძლიათ იმის აღიარება რომ სანქციების გამო რუსეთის ეკონომიკა გაკოტრების ზღვარზეა და ეკონომიკამ 30-40 წლით უკან დაიხია. რუსეთის ეკონომიკის წინასწარი მომზადება სანქციებისთვის შესაძლოა ყოფილიყო თავდაცვისთვის საჭირო ყველა კომპონენტის უზრუნველყოფა. დარწმუნებული ვარ ამ მიმართულებით გარკვეული მარაგები იქნა მობილიზებული, რომ წარმოება არ შეჩერებულიყო. მეტნაკლებად მომზადებული აღმოჩნდა საბანკო და ფინანსური სისტემა. ამ მიზნით იყო სწორედ შექმნილი უხილავი შიდასისტემა. ამის დამსახურებაა რომ ყველა ბანკი, მათ შორის, სანქცირებულებიც, ახერხებენ გადახდების წარმოებას. თუმცა მიუხედავად ამისა, რუსეთის ხელისუფლება მაინც იღებს ქაოტურ გადაწყვეტილებებს. ისინი გადაწყვეტილებებს იურიდიული საფუძვლების გარეშე იღებენ. ეწინააღმდეგება კანონს.ერთ დღეს ერთს გადაწყვეტენ, მეორე დღეს მეორეს, მეამე დღეს სრულიად სხვას. ეს აჩვენებს, რომ სანქციებისთვის მოზადება შეუძლებელი იყო. "მორალური სანქციები" აღმოჩნდა ყველაზე მოულოდნელი. დასავლური კომპანიები რუსეთს ბაზარს ერთმანეთის მიყოლებით ტოვებენ. რუსეთში სულ ასეთი განწყობა იყო: დასავლური კომპანიის ყიდვა ყოველთვის შეიძლება, თუ მისცემ უფრო მეტის შოვნის შესაძლებლობას. ასეც მოხდა 2008 წელს საქართველოსთან ომის შემდეგ და 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგაც. მაგრამ რუსეთმა აღმოაჩინა, რომ არსებობს რაღაც ზღვარი, რომლის იქით დასავლური კომპანიები არ მიდიან.ვფიქრობ, რომ რუსეთში ყველასთვის ყველაზე მოულოდნელი ეს იყო."

კითხვა: რა რეაქცია აქვს საზოგადოებას ამდენი კომპანიის დახურვაზე? ამით ხომ სამუშაო ადგილები მცირდება?

"დასავლური კომპანიების რუსული ბაზრიდან გასვლა ზრდის უმუშევრობას, თუმცა მოსახლეობა ამას მწვავედ ჯერ ვერ გრძნობს, რადგან პასუხისმგებლიანი დასავლური კომპანიები მათ ჯერ ჯერობით ხელფასებს უხდიან. ეს სავარაუდოდ ასე გაგრძელდება 2-3 თვე. ალბათ ეს კომპანიები ფიქრობდნენ რომ ომი მალე დასრულდებოდა და დაბრუნდებოდნენ ბაზარზე, თუმცა ასე არა მგონია მოხდეს. მაგალითად მაკდოლანდს რუსეთში 850 მაღაზია აქვს. მისი თვიური სახელფასო ფონდი რუსეთში 50 მილიონი დოლარია. მან აიღო პასუხისმგებლობა რომ სამი თვე თანამშრომლებს ხელფასები გადაუხადოს. ამ ვადის შემდეგ განიხილავენ ბიზნესის პერსპექტივებს. ასე რომ ჯერ ხალხი უმუშევრობის სიმწარეს რუსეთში ვერ გრძნობს და რეაქციაც არ აქვს."

კითხვა: აქვს თუ არა რუსეთის ეკონომიკას რამე ბერკეტი შეამსუბუქოს სანქციების სიმძიმე?

"არა. ხშირად ვამბობ: რუსეთის ეკონომიკა მდგრადი მაგრამ არაეფექტურია. რუსეთი მსოფლიოს ნედლეულის მიმწოდებელი ქვეყანაა, რაც ექსპორტის 85%-ია. ესაა ის, რასაც ვენ ბუნება გვაძლევს: გაზი ნავთობი, ნავთობპროდუქტები, სასუქები. ლითონები, მარცვლეულობა. ესაა ის, რასაც ადამიანური კაპიტალი და რესურსი არ სჭირდება. მაგრამ იმისთვის რომ ეს ყველაფერი აწარმოოს, რუსეთი ყიდულობს საიმპორტო დანადგარებს. მაგალითად რუსული ავტოწარმოების ნედლეული იმპორტირებულია. რუსული ავტოწარმოების 60% იმპორტირებულ მასალებს იყენებს. მაგალითად ავტომობილის ბირთვი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია. კორპუსის გარდა ყველაფერი იმპორტირებულია. ასე რომ ყველაფრის ჩანაცვლება შეუძლებელია. ამ იმპორტდამოკიდებულების გამო 6 თვეში ჩვენ განსაცვიფრებელ შედეგს ვნახავთ. ერთი მეორეს მიყოლებით მოუწევთ გაჩერება რუსულ კომპანიებს. მათ არ ექნებათ მცირე ეტალები, წვრილმანი ნაწილები, რომლის გარეშე წარმოებას ვერ შეძლებენ."

კითხვა: რუსეთი მთავრობის წარმომადგენლები ხშირად ამბობენ, რომ რუსეთი იზოლირებული არ დარჩება, რადგან მას ბევრი მეგობარი ჰყავს. საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ხაზს უსვამს რუსეთის სრული ბლოკადის შეუძლებლობას. თქვენი აზრით რომელი ქვეყნის გულისხმობს ჩინეთს და ინდოეთს? რომელი ქვეყნების ხარჯზე შეუძლია რუსეთს სანქციების სიმძიმის შემცირება?


"ჩინეთი და ინდოეთი სანდო პარტნიორად შეუძლებელია ჩაითვალოს. ორივე საკუთარი ინტერესები აქვთ და იყენებენ რუსი ექპორტიორების სირთულეებს სათავისოდ, რომლებიც ვერ ყიდიან ნავთობს და ნავთობპროდუქტებს. ამიტომ 30%-იანი ფასდაკლებით ყიდულებენ ჩინეთი და ინდოეთი ამ რესურს. თუ ეს მეგობრობა და დახმარებაა, კი, მაშინ მეგობრები ყოფილან, მაგრამ ამით არ იცვლება რეალობა: არც ჩინეთს და არც ინდოეთს არ შეუძლიათ დასავლური კომპანიების ჩანაცვლება იქნება ეს ტექნოლოგიები სფეროში, თუ სხვა სასურსათო სფეროში. რუსული მომხმარებელი ევროპულ და ამერიკულ ელექტრონიკასაა მიჩვეული და მის ნაცვლად ჩინური მიღება წარმოუდგენელი იქნება."

კითხვა: სანქცირებულ რუს ოლიგარქებს შეუძლიათ რამე გავლენა მოახდინონ პუტინზე?

"მე ამის იმედი არ მექნებოდა. ეს სანქციები რომ 2014 წელს შემოეღოთ, შეიძლება, 2022 წლის ომი არ ყოფილიყო. მათ არ აქვთ პირდაპირი გავლენა. პირიქით, ისინი სწორედ პუტინზე არიან დამოკიდებული და არიან ლოიალურები. მათი საურთიერთო არხები შუამავლებითაა აწყობილი. ზოგი მესაზღვრეებს უხდის ფულს, ზოგი პუტინის ადმინისტრაციის მაღალ რგოლს, ზოგი დაცვას და აი როცა გადახდები გართულდება და დაფინანსების წყაროები შემცირდება, აი, მაშინ შეიძლება გაიზარდოს ზეწოლა. მაგრამ ეს მყისიერად არ მოხდება."

 სადაა გამოსავალი? რა შეაჩერებს ომს?

"ომის დასრულებაა გამოსავალი. რუსეთ-უკრაინის მშვიდობაზე და უსაფრთხოებაზე შეთანხმებაა გამოსავალი. უნდა გაირკვეს რით, ვისი ფულით და რა სიჩქარით აღდგება უკრაინა. დასავლეთის პოზიცია მკაცრი და მონოლითურია. ისინი არ აპირებენ სანქციების გაუქმებას, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს ომს და არ დათანხმდება უკრაინის აღდგენის დაფინანსებას. წინააღმდეგ შემთხვევაშ,ი რუსეთი ირანის ან ჩრდილო კორეის მსგავსი ქვეყანა გახდება."

ომის შეჩერებაში რუსი საზოგადოების როლი სად არის?

"მათ შეუძლიათ მასობრივი პროტესტის გამოხატვა ომის წინააღმდეგ, მაგრამ ამის მცდელობა ჰორიზონტზეც კი არ ჩანს. აქ ომის მკაცრი ცენზურაა დაკანონებული. ლიკვიდირებულია ყველა ოპოზიციური ტელევიზია და მედიაარხი, ჯარიმები და სისხლის სამართლის დევნაა გამოცხადებული სიტყვა ომის წარმოთქმისთვისაც კი, აჯამებენ წიგნის "ომი და მშვიდობის" ქონისთვის და 10 მცნებიდან მეექვსე მცნების, "არა კაც კლას"  წარწერისთვის. ამის გამო იდევნებიან ადამიანები. აქ სრული საინფორმაციო ვაკუუმია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ამის გამოა რომ რუსეთის 60% თვლის, რომ რუსეთი უკრაინაში სამართლიან ომს აწარმოებს. ეკონომიკურ სანქციებს, რუსული სამხედროების სიკვდილიანობას, საკვების დეფიციტს, რუსეთის მოსახლეობამდე იმ მასშტაბით არ მოუღწევია, რომ რამე მასშტაბური აქციები დაიწყონ. მინდა მჯეროდეს, რომ რაღაც მომენტში რუსი საზოგადოება შეიცვლის პოზიციას და გამოხატავს პროტესტს, როგორც თავის დროზე ამერიკაში მოხდა ვიეტნამში ომის მიმართ.. მაშინაც ხომ მხარს უჭერდა ამერიკის მოსახლეობა ომს. მაგრამ შემდეგ საზოგადოებამ შეიცვალა პოზიცია და აიძულა ამერიკის ხელისუფლება გაენეიტრალებინა ვიეტნამის ომი. ამისთვის პირველი, რაც აუცილებელია, არის საინფორმაციო ბლოკადის გარღვევა."  

კითვბა: რუსეთის მთავრობის მესიჯი, რომ დღეს არსებული მდგომარეობა რუსული ადგილობრივი წარმოებისთვის შესაძლებლობას ქმნის, მართალია?

"თეორიულად ვეთანხმები. ეკონომიკური კანონზომიერების მიხედვით ბაზრიდან კონკურენტის გასვლა შესაძლებლობებს ქმნის, მაგრამ სხვა საქმეა იმპორტდამოკიდებულების შემცირების შესაძლებლობა. ეს ჩვენ გვესმის 2014 წლიდან, მაგრამ ვნახოთ, რისი წარმოება ისწავლეს რუსულმა კომპანიებმა? ამაზე სავაჭრო დახლები არაფერს გვეუბნებიან. შარშან პროდუქტების ნახევარი, რომელიც რუსმა მომხმარებელმა იყიდა, იყო იმპორტირებული. ასეთივე წილი ჰქონდა იმპორტს რუსეთის შიდამოხმარებაში 2012 წლიდან. რუსეთი აწარმოებს თითქმის ყველაფერს, მაგრამ დეტალების თითქმის მთლიანად იმპორტზე ყიდულობს. ასე რომ, ერთია, როცა შესაძლებლობა გაქვს , მაგრამ მეორეა, რამდენად ახერხებ ამის გამოყენებას. თუ კაპიტალთან, ტექნოლოგიებთან, დანადგარებთან წვდომა არ აქვს, ამ შესაძლებლობას ვერავინ გამოიყენებს."  

კითხვა: დეფოლტის საფრთხე რეალურია რუსეთში?

"რუსეთს ეკონომიკას დეფოლტი ვერ ექნება. ეკონომიკას ზოგადად ვალის არანაირი ვალდებულება არ გააჩნია. შეიძლება ვისაუბროთ ემიტენტის ცალკეულ დეფოლტზე. მაგალითად რკინიგზა ვერ მოემსახურა ვალს და დეფოლტი გამოაცხადა. ასევე გადახდა ვერ შეძლო ნორდ გორდმაც. რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ 4 აპრილს ინვესტორს არ გადაუხადა უცხოურ ვალუტაში. ინვესტორების 70% იყვნენ რუსები, რუსმა ინვესტორებმა ბანკებმა კომპანიებმა თანახმა განაცხადეს მიიღონ გადახდები რუბლში. არარეზიტენტებისთვის უწყებამ გადახდის დაბლოკილი სისტემით სცადა გადახდა, თუმცა ამერიკულმა ხაზინამ ეს მცდელობაც დაბლოკა. ამის შემდეგ რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ თქვა რომ არარეზიდენტების მიმართ ვალდებულებას რუბლში გადაიხდიდა. უწყებას ამისთვის აქვს ტექნიკური დრო 4 მაისამდე მიიტანოს თანხა ფასიანი ქაღალდების მფლობელებამდე, რომლებიც ცხოვრობენ რუსეთის საზღვრებს მიღმა. თუ ეს ასე არ მოხდება, მაშინ ისინი გამოაცხადებენ დეფოლტს. ანუ რუსეთის ფინანსთა სამინისტრო კი არ გამოაცხადებს დეფოლტს, გამოაცხადებენ ობლიგაციების მფლობელები. დეფოლტი ეს არ იქნება დამანგრეველი რუსეთის ეკონომიკისთვის. დეფოლტის შედეგი იქნება ის რომ მსესხებელი ვეღარ შეძლებს კაპიტალის ბაზარზე გასვლას გარკვეული დროით. დღეს რუსეთის ფედერაცია ისედაც ვერ გადის კაპიტალის ბაზარზე. ასე რომ, დეფოლტი რუსეთის რეპუტაციაზე დამატებითი შავი ლაქა იქნება, მაგრამ ეკონომიკაში და ფინანსურ სექტორში პრინციპულად არაფერს შეცვლის."


ავტორი: ბელა გელაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up