Colliers Georgia-ს მონაცემებით 2022 წლის დეკემბერში ბათუმში 1 734 ბინა გაიყიდა, წლიური ზრდის მაჩვენებელი 38% - ია, მათივე ცნობით ერთ წელში ბაზრის ზომა 116%-ით, 107 მლნ დოლარამდე გაიზარდა.
კვლევის მონაცემების მიხედვით ბათუმში ახალაშენებული ბინის საშუალო ფასი 23%- ით არის გაზრდილი და კვადრატულ მეტრზე 912 დოლარს შეადგენს. ძველი ბინების შემთხვევაში 1 კვ.მ- ს ფასის ზრდა 9%- ია და 659 დოლრას შეადგენს .
დეკემბრის მონაცემებით ბათუმში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 38% ით არის გაზრდილი, ძველი ბინების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 35%- ზეა.
ახალაშენებულ მედიუმ სეგმენტის ბინებზე ტრანზაქციების რაოდენობამ 53%-ით მოიმატა, პრემიუმ სეგმენტის ბინებზე - 185%-ით, ეკონომ სეგმენტში კი მაჩვენებლის 6%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რამაც 758 ერთეული შეადგინა.