2022 წლის დეკემბერში ჩატარდა 5 აუქციონი ჯამური გამოშვებით 327.904 მლნ ლარი. საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 9.021% შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში, გამოშვებულ იქნა 6 და 12 თვის ვადიანობის სახაზინო ვალდებულებები; 2, 5 და 10 წლის ვადიანობის სახაზინო ობლიგაციები. დაიფარა 50 მლნ ლარის მოცულობის ფასიანი ქაღალდები.
2022 წლის 31 დეკემბრისთვის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პორტფელის 18% ფორმირებული არის იმ ფასიანი ქაღალდებით, რომელთა დაფარვის ვადა დგება მომავალი 1 წლის განმავლობაში. მოთხოვნის კოეფიციენტი გასული თვის მაჩვენებელთან (ნოემბერი 2.14) შედარებით გაიზარდა და 2.27 შეადგინა.