2022 წლის დეკემბერში გადასახადებიდან მიღებული შემოსავლის ფაქტობრივმა მაჩვენებელმა შეადგინა 1,946 მლნ ლარი, რაც ემთხვევა დაგეგმილ მაჩვენებელს.
2022 წლის ნოემბერში, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები წლიურად გაიზარდა 30.7 პროცენტით, ხოლო ხარჯები 13.7 პროცენტით.
ნაერთი ბიუჯეტის საოპერაციო სალდომ, რაც წარმოადგენს მთავრობის დანაზოგს, შეადგინა 428.4 მლნ ლარი, ხოლო მთლიანი სალდო განისაზღვრა -11.8 მლნ ლარით.
2022 წლის ნოემბერში, გადასახადებიდან მიღებული შემოსავლის წლიურ ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია საშემოსავლო და დღგ-დან მიღებულმა შემოსავალმა 5.9 და 5.8 პროცენტიანი კონტრიბუციებით მთლიან ზრდაში.