დეკემბერში რუსული ნავთობის ექსპორტი 22%-ით შემცირდა - WSJ

დეკემბერში რუსული ნავთობის ექსპორტი 22%-ით შემცირდა - WSJ

access_time2022-12-29 16:30:41

რუსული ნედლი ნავთობის ექსპორტი დეკემბერში 22%-ით შემცირდა, 2022 წლის 11 თვის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით. ამის შესახებ ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ანალიტიკური კომპანია Kple-ის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.



ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ზღვრული ფასის შემოღების ფონზე, დეკემბერში ნავთობის ექსპორტი საშუალოდ დღეში ორ-ნახევარი მილიონი ბარელი იყო. კვლევის თანახმად, სანქციებმა გავლენა ვერ მოახდინა რუსული ნავთობის მყიდველთა მცირე ჯგუფზე, რომელშიც შედიან ინდოეთი, ჩინეთი, თურქეთი და ბულგარეთი. გარდა ამისა, ნავთობის მარაგის შემცირებაზე შეიძლება გავლენა იქონიოს ზამთრის ამინდმა და ჩინეთიდან მოთხოვნის შემცირებამ.



წელს საზღვარგარეთ რუსული გაზის მარაგიც 46%-ით შემცირდა შარშანდელთან შედარებით.

 



2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის შემდეგ, ევროპისა და მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ გამოაცხადა, რომ აპირებენ, რაც შეიძლება მალე შეამცირონ დამოკიდებულება რუსულ ენერგომატარებლებზე და თუ შესაძლებელია, მთლიანად უარი თქვან მასზე.



5 დეკემბერს ძალაში შევიდა ემბარგო ევროკავშირის ქვეყნებში საზღვაო გზით რუსული ნავთობის მიწოდებაზე. დაწესდა ასევე, რომ რუსეთიდან ამავე საშუალებით გატანილი ნავთობის ერთ ბარელზე მაქსიმალური ფასი 60 დოლარი შეიძლება იყოს. ამის შესახებ შეთანხმდნენ ევროკავშირი, „დიდი შვიდეულის“ (G7) ქვეყნები და ავსტრალია.

 


გადაწყვეტილების მიზანია, შეუმცირდეს რუსეთს შემოსავალი, რომელიც მის ხელისუფლებას საშუალებას აძლევს, გააგრძელოს ომი უკრაინაში და ამავე დროს შეძლოს მსოფლიო ბაზარზე რუსული ნავთობის გატანა.

 


პასუხად რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 27 დეკემბერს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვით, 2023 წლის 1 თებერვლიდან იკრძალება რუსეთის ნავთობის მიწოდება უცხოური კომპანიებისთვის და მოქალაქეებისთვის, თუ კონტრაქტი ითვალისწინებს ფიქსირებულ მაქსიმალურ ფასს.

 


radiotavisupleba


თეგები:
ნავთობი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up