2022 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 1.6 ლარით შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის დეკემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 253,5 ლარით განისაზღვრა, მაშინ როდესაც 2022 წლის ნოემბერში ეს მაჩვენებელი 255,1 ლარს შეადგენდა.
2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, 2022 წლის დეკემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 30 ლარით არის გაზრდილი. 2021 წლის დეკემბერში საარსებო მინიმუმი 223,5 ლარის დონეზე იყო.
ამასთან, „საქსტატის“ მონაცემებით, დეკემბერში ნოემბერთან შედარებით, შემცირდა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმიც და 226,0 ლარის ნაცვლად, 224,5 ლარი გახდა. რაც შეეხება 2021 წლის ანალოგიურ პერიოდს, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი მაშინ 198,0 ლარს შეადგენდა.
შენიშვნა: 2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია ,,საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის N111/ნ ბრძანების შესაბამისად.