2022 წლის დეკემბერში 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარი 12%-ით შემცირდა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემების მიხედვით, გასული წლის დეკემბერში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 1 960,259 ტონა შეადგინა, 2021 წლის დეკემბერში კი 2 219,063 ტონა.
შესაბამისად კლება -11,66%%-ია.
დეკემბერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში გატარებულ ტვირთნაკადთან შედარებით კლებამ 2,76%ი შეადგინა. 2020 წლის დეკემბერში აეროპორტი 2 015,893 ტონა ტვირთს მოემსახურა.
2019 წლის დეკემბერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა 2 114,064 ტონა ტვირთი გაატარა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2022 წლის დეკემბერში 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტვირთბრუნვის 7,28%-იანი კლება დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, რომ დღეისათვის საქართველოს აეროპორტებიდან ტვირთებს მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება.