2022 წლის დეკემბერში თბილისში ახალ პროექტებში 2019 წლის დეკემბერთან შედარებით ტრანზაქციების 40%-იანი ზრდა ფიქსირდება, ძველ პროექტებში კი მაჩვენებელი 21%-ით არის გაზრდილი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Colliers-ი ავრცელებს.
საგულისხმოა, რომ 2022 წლის დეკემბერში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,967 ერთეული შეადგინა და 2019 წლის დეკემბერთან შედარებით 33.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
მათივე განმარტებით, 2021 წლის დეკემბერში მაჩვენებელი საკმაოდ მაღალ ნიშნულზე დაფიქსირდა, რაც გამოწვეული იყო ერთ-ერთი მსხვილი დეველოპერის მიერ ტრანზაქციების ერთიანად დარეგისტრირებით. ბაზრის ზომას რაც შეეხება, მაჩვენებელი 53%-ით, 217 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.