2022 წლის დეკემბერში თბილისში ახალაშენებულ პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა გასამმაგდა, მედიუმ სეგმენტში კი 820 ერთეული დარეგისტრირდა, რაც ორჯერ მეტია 2019 წლის მაჩვენებელთან. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Colliers-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
არსებულ სტატისტიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ დეკემბერში ეკონომ სეგმენტში ტრანზაქციების რაოდენობა მხოლოდ 15%-ითაა გაზრდილი.
საგულისხმოა, რომ 2022 წლის დეკემბერში თბილისში ახალ პროექტებში 2019 წლის დეკემბერთან შედარებით ტრანზაქციების 40%-იანი ზრდა ფიქსირდება, ძველ პროექტებში კი მაჩვენებელი 21%-ით არის გაზრდილი.