ვაშინგტონსა და პეკინს შორის არსებული დაძაბულობის ფონზე, ამერიკული კომპიუტერის მწარმოებელი Dell 2024 წლისთვის ჩინური წარმოების ჩიპების გამოყენების შეწყვეტას გეგმავს.
ამის შესახებ Nikkei Asia სამ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
კომპიუტერის მწარმოებელი კომპანია, რომელიც მიწოდების მოცულობით მსოფლიოში სიდიდით მესამეა, მიმწოდებლებს განუცხადა, რომ ჩინური წარმოების ჩიპების გამოყენების არსებითად შემცირებას გეგმავს.
Dell-ის მიზანია, რომ 2024 წლისთვის მის პროდუქტებში გამოყენებული ყველა ჩიპი ჩინეთის ფარგლებს გარეთ ქარხნებში იყოს წარმოებული.
როგორც უცხოური მედიები წერენ, ეს ნაბიჯი წარმოადგენს იმის მაგალითს, თუ როგორ აჩქარებს აშშ-სა და ჩინეთს შორის ტექნოლოგიური ომი, ელექტრონიკის მწარმოებლების ძალისხმევას რომ წარმოების დივერსიფიკაცია, აზიის უდიდესი ეკონომიკისგან შორს მოახდინონ.
გამოცემის წყაროს ცნობით, Dell-ის კონკურენტმა HP-მა ასევე დაიწყო მომწოდებლების გამოკითხვა რათა შეაფასოს წარმოებისა და აწყობის ჩინეთიდან გატანის შესაძლებლობა.