ელექტრო ტექნიკის მწარმოებელმა და რუსეთში სერვერების უმსხვილესმა მიმწოდებელმა Dell-იმ რუსეთის ბაზარი დატოვა - ამის შესახებ Reuters კომპანიის სპიკერზე მაიკ სიმიენასზე დაყრდნობით წერს.
მანამდე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Dell-ი რუსეთის ბაზრის დატოვებას გეგავდა, CNews-ი ავრცელებდა. გამოცემა წერდა, რომ Dell-ის რუსეთის ოფისში დაახლოებით 50-მდე ადამიანი მუშაობდა და მათთვის ბოლო სამუშაო დღე 30 აგვისტო იყო.
როგორც კომპანიის სპიკერი მაიკ სიმიენასი დღეს აცხადებს, Dell-იმ რუსეთში საქმიანობა აგვისტოს შუა რიცხვებში შეწყვიტა და სწორედ მაშინ დახურა ოფისებიც.