კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის გავრცელების შენელების მიზნით, ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში კომენდანტის საათი ამოქმედდება.
ახალი სამხრეთ უელსის შტატის პრემიერ-მინისტრმა, გლედის ბერეჯიკლიანმა ქალაქ სიდნეიში ლოკდაუნი სექტემბრის ბოლომდე გაახანგრძლივა და ახალი შეზღუდვები დააწესა, როგორიცაა კომენდანტის საათი, ღია სივრცეში პირბადის ტარება და ვარჯიშზე შეზღუდვები.
კომენდანტის საათი 23 აგვისტოდან ამოქმედდება. მოქალაქეები 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე სახლებიდან გასვლას ვერ შეძლებენ.
imedinews.ge