დემნა გვასალია სტილისტი ლოტა ვოლკოვა, ხშირად აქვეყნებს ბავშვებზე ძალადობის შემცველ სურათებს და მეგობრობს სავარაუდო პედოფილ გოშა  რუბჩინსკისთან

დემნა გვასალია სტილისტი ლოტა ვოლკოვა, ხშირად აქვეყნებს ბავშვებზე ძალადობის შემცველ სურათებს და მეგობრობს სავარაუდო პედოფილ გოშა რუბჩინსკისთან

access_time2022-12-04 11:00:36

სტილისტი ლოტა ვოლკოვა, რომელიც Balenciaga -ს კრეატიულ დირექტორთან და სავარაუდო პედოფილ გოშა რუბჩინსისთან არის კავშირში, მისი ინსტაგრამის ანგარიში კონფიდენციალურ რეჟიმზე გამოქვეყნებული ფოტოების შემდეგ გადაიყვანა, ფოტოები ბავშვთა ძალადობის ელემენტებს შეიცავდა.  ამის შესახებ გამოცემა eviemagazine წერს. 




ლოტა ვოლკოვას კავშირები მხოლოდ Balenciaga-სთან არ აქვს,  ის ასევე მუშაობდა რამდენიმე უმსხვილეს ბრენდთან, მათ შორის Vogue, Adidas, Chanel და Jean Paul Gaultier. მიუხედავად იმისა, რომ იგი აცხადებს, რომ წლების განმავლობაში არ უმუშავია Balenciaga-სთან, ვოლკოვას ახლო ურთიერთობა აქვს Balenciaga-ს კრეატიულ დირექტორთან და Vetement-ის დამფუძნებელთან, დემნა გვასალიასთან. ის ასევე მეგობრობს გოშა რუბჩინსკისთან, ქუჩის ტანსაცმლის რუს დიზაინერთან, რომელიც, სავარაუდოდ 16 წლის ბიჭზე ძალადობდა.




დაპირისპირების შემდეგ Balenciaga-მ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა და ბოდიში მოიხადა. „ბოდიშს ვიხდით ჩვენს კამპანიაში შემაშფოთებელი ფოტოების მოხვედრისთვის“, - წერს Balenciaga Instagram-ზე. 



„ჩვენ ძალიან სერიოზულად ვეკიდებით ამ საკითხს და ვიყენებთ სამართლებრივ ზომებს იმ მხარეების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ფოტოსერიის შექმნაზე. Balenciaga - მ ასევე აღნიშნა: ”ჩვენ მკაცრად ვგმობთ ბავშვების ძალადობას ნებისმიერი ფორმით. ჩვენ მხარს ვუჭერთ ბავშვების უსაფრთხოებას და კეთილდღეობას“.



Newsweek ვოლკოვას ერთ-ერთ  წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს,  ვოლკოვას   „Balenciaga-სთან ან მის გუნდთან 2017 წლის  შემდეგ არ უმუშავია  და არც  სარეკლამო კამპანიებში მიუღია მონაწილეობა“მათ ასევე აღნიშნეს, რომ „ვოკლოვა გმობს ბავშვთა ძალადობას“


დემნა გვასალია თავის პოსტში  ბოდიში  იხდის და წერს, რომ პლუშის დათვები და ჩანთები ამ კამპანიაში არ უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი.



”ჩვენ გულწრფელად ვიხდით ბოდიშს ნებისმიერი შეურაცხყოფისთვის, რომელიც შესაძლოა  ჩვენ კამპანიას გამოეწვია. ჩვენი პლუშის დათვის ჩანთები არ უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი ამ კამპანიაში ბავშვებთან ერთად. ჩვენ წავშალეთ ფოტოები აბსოლუტურად ყველა პლატფორმიდან“, - წერს დემნა გვასალია.



ყველაფერი დაიწყო ორი ფოტოსესიით


1. ბავშვებს ეჭირათ დათვის ფორმის ჩანთები, დათვებს კი BDSM ატრიბუტიკა ეკეთათ, ამაზე ბოდიში მოიხადეს, ჩანთები ამოიღეს გაყიდვიდან.


2. მოეწყო ადიდასი ბალენსიაგას ფოტოსესია, სადაც ფოტოებში ჩანდა იატაკზე მიმოფანტული  ფურცლები, რეალურად ეს ფურცლები იყო ჩანაწერები ბავშვთა პორნოგრაფიაში ბრალდებულის სასამართლო საქმიდან.


3. ამოიღეს მასალა ლოტა ვოლკოვას ინსტაგრამიდან, სადაც ის ხშირად აზიარებდა ბავშვთა პორნოგრაფიის შემცველ ვიდეო და ფოტო მასალას, ასევე აღმოჩნდა პედოფილიაში ბრალდებული რუსი დიზაინერის უახლოესი მეგობარი


4. კერინგი (ბალენსიაგას მფლობელი კომპანია) კიდევ ერთ სკანდალშია, მათ ერთ-ერთ გვერდზე იყიდებოდა ბავშვთა ქანდაკებები, რომელთაც მაგალითად ცხვირის მაგივრად ჰქონდათ გენიტალიები ( ეს ამბავი ჯერ კიდევ გამოძიებაშია)


ბალენსიაგა 25 მილიონ დოლარს ედავება კომპანიას, ვინც ფოტოსესიები დაგეგმა .



თაკო კვაჭანტირაძე




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up