დემპინგის რისკი – ვინ და როგორ დაიცავს სურსათის ბაზარს

დემპინგის რისკი – ვინ და როგორ დაიცავს სურსათის ბაზარს

access_time2022-02-21 14:00:33

კვების პროდუქტების ბაზარზე დემპინგი ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, რაც ადგილობრივი წარმოებისთვის დიდი დაბრკოლებაა. ამ მხრივ პრობლემა კიდევ უფრო შეიძლება გამწვავდეს თურქეთში სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოებაზე დღგ-ს 8–დან 1%-მდე შემცირების გადაწყვეტილებამ. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ანალოგიური ნაბიჯის გადადგმაზე უნდა იზრუნოს ადგილობრივმა ხელისუფლებამ და გადასახადები შეამციროს, ნაწილიც ერთწლიანი კულტურების განვითარებაზე აკეთებს აქცენტს და ამბობს, რომ ქვეყანას აქვს პოტენციალი იმპორტი დიდწილად ჩაანაცვლოს და არ იყოს უცხოურ პროდუქტზე დამოკიდებული, რაც სასურსათო უსაფრთხოების თვალსაზრისითაც დიდი გამოწვევაა.


სოფლის მეურნეობის სფეროს ექსპერტი ანზორ მესხიშვილი ქართული ბაზრის განვითარების ყველაზე დიდ დაბრკოლებად დემპინგს მიიჩნევს.


,,სოფლის მეურნეობა უნდა ეხმარებოდეს ხალხს. როცა თურქეთიდან შემოტანილი პროდუქტი 80 თეთრი ღირს, ქართული - 1,40 ლარი, ცხადია, მომხმარებელი იაფიანს იყიდის. მარტო კარტოფილის წარმოება რომ ავიღოთ, თვითღირებულება 1 ლარზე ნაკლები არ ჯდება, ვერც ამაზე  ნაკლებად გაყიდიან. ახლა თურქეთმა დღგ შეამცირა.  ფერმერების ნაწილმა შეიძლება ვერც გაყიდოს პროდუქცია, რადგან დიდი რისკია, თურქეთიდან სურსათი დემპინგურ ფასში შემოვიდეს.  როცა ჩვენ ვაწარმოებთ საქართველოში გარკვეულ პროდუქციას და ანალოგიური შემოგვაქვს სხვა ქვეყნიდან, კონკურენციის გაწევა ფასის გამო საკმაოდ ძნელია. ამიტომ მეტი შეზღუდვა უნდა დაწესდეს იმპორტზე,  ყურადღება და მხარდაჭერა უნდა სოფლის მეურნეობას, ასე შორს ვერ წავალთ“, - ამბობს მესხიშვილი ,,კომერსანტთან“.


დემპინგის საფრთხეზე საუბრობს აგრარული სფეროს ექსპერტი ბადრი რამიშვილი. რაც შეეხება თურქეთის ფაქტორს, ქართულ ბაზარზე ამ მხრივ ცვლილებას  რამიშვილი ნაკლებად ელოდება.



გარდა ამისა, ექსპერტი აქცენტს ერთწლიანი კულტურების წარმოებაზე აკეთებს და დასძენს, რომ დარგის ხელშეწყობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ იმპორტზე დამოკიდებულება შემცირდეს. 


ერთწლიანი კულტურების საწარმოებლად არსებული პოტენციალის გამოყენების პრობლემაზე საუბრობს სოფლის მეურნეობის სპეციალისტი ბადრი რამიშვილიც. 


,,საქართველოს მრავალფეროვანი ბიო-კლიმატი შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ერთწლიანი კულტურები დიდი რაოდენობით ვაწარმოოთ. ეს პოტენციალი ქვეყანაში საკმაოდ მაღალია.  მნიშვნელოვნად უნდა განვავითაროთ მთლიანად აგროსექტორი თავისი გადამამუშავებელი მრეწველობის ჩათვლით, სხვა ვერაფერი გამოგვიყვანს ამ სიტუაციიდან. თურქეთის მთავრობის მხრიდან დღგ-ს შემცირების გადაწყვეტილება საუკეთესო მაგალითია, როგორ უფრთხილდება ქვეყანა საკუთარ ბაზარს. მართალია, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრობა პროტექციონისტური პოლიტიკის გატარებას გვიზღუდავს, მაგრამ გადასახადთან დაკავშირებით გარკვეული ზომების მიღება აუცილებელია. კრიტიკულ სიტუაციაში ვიმყოფებით და ადგილობრივ წარმოებას მაქსიმალურად უნდა დავუჭიროთ მხარი“, – აცხადებს ბადრი რამიშვილი ,,კომერსანტთან“.


ცნობისთვის, ინფლაციის შემცირებისა და საექსპორტო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობის ზრდის გამო თურქეთი საკვებ პროდუქტზე დღგ-ს 8%-დან 1%-მდე ამცირებს. ქართველი მეწარმეები ფიქრობენ, რომ ასეთ ვითარებაში საქართველოს სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს შემაგებებელი ნორმა, რომელიც ადგილობრივ მეწარმეს დაიცავს.


მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up