ევროპარლამენტის პრეზიდენტის რობერტა მეცოლას კიევში ვიზიტი პოლიტიკური მხარდაჭერის ძლიერი სიგნალია, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა.
შმიგალის განცხადებით, რობერტა მეცოლასთან შეხვედრისას მათ რუსეთის შესაჩერებლად სანქციების გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრეს.
„შევხვდით ევროპარლამენტის პრეზიდენტს რობერტა მეცოლას. მისი კიევში ვიზიტი პოლიტიკური მხარდაჭერის ძლიერი სიგნალია. განვიხილეთ სანქციების გაძლიერების აუცილებლობა აგრესიის შესაჩერებლად. ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ უკრაინა სრულად მზადაა ევროკავშირის გზაზე შემდგომი ნაბიჯის გადადგმისთვის. მადლიერები ვართ ყოვლისმომცველი დახმარებისთვის“, - განაცხადა შმიგალმა.