საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2022 წლის პირველი დეკემბრისათვის 42.62 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 303.37 მლნ ლარით, ანუ 0.72%-ით მეტია პირველი ნოემბრისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.53%-ით მეტი).
ტოპ 5 ბანკი დეპოზიტების მოცულობის მიხედვით:
საქართველოს ბანკი 17,1 მლრდ.ლარი;
თიბისი - 16.3 მლრდ ლარი;
ლიბერთი ბანკი - 2.7 მლრდ ლარი;
ბაზის ბანკი - 1.9 მლრდ ლარი;
ქართუ - 1.2 მლრდ ლარი.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი დეკემბრისათვის 43.27 პროცენტი შეადგინა. პირველი ნოემბერის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.55 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 0.20 პროცენტული პუნქტით).
ნოემბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 8.38% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 11.33%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1.07%.