დეპოზიტების საგაზაფხულო აქცია მეტი სარგებლით - რა შეთავაზება აქვს „ლიბერთის“ მომხმარებლებისთვის

დეპოზიტების საგაზაფხულო აქცია მეტი სარგებლით - რა შეთავაზება აქვს „ლიბერთის“ მომხმარებლებისთვის

access_time2023-03-15 16:30:46

რა სიახლეები იგეგმება „ლიბერთიში“ და რა ახალი შეთავაზებები აქვს ბანკს მომხმარებლებისთვის, ამასთან დაკავშირებით „კომერსანტის“ ეთერში „ლიბერთის“ საოპერაციო პროდუქტების გაყიდვების განყოფილების უფროსმა თინათინ ნეფარიძემ ისაუბრა.

 

„ლიბერთის“ წარმომადგენელმა დეტალურად მიმოიხილა ახალი საგაზაფხულო აქცია, რომელიც დეპოზიტებზე დაიწყო და ახსნა, თუ როგორ პირობებს სთავაზობს ბანკი მომხმარებლებს აღნიშნული აქციის ფარგლებში.

 

„საგაზაფხულო აქციის იდეა გაჩნდა ბანკის ახალი სტრატეგიის და მთავარი მისიის ფარგლებში - „გავაუმჯობესოთ ადამიანების, მათი ოჯახების და ბიზნესის ცხოვრება საქართველოში“. ჩვენი მიზანია, მომხმარებლებს მუდმივად შევთავაზოთ მათ ინტერესებზე და საჭიროებებზე მორგებული პროდუქტები და პირობები.

 

დეპოზიტების ახალი აქცია პასუხობს ბაზარზე მომხმარებლების მთავარ ინტერესს. დეპოზიტის გახსნის გადაწყვეტილების მიღებისას  მომხმარებელს აქვს სამი მთავარი მოთხოვნა:  სანდოობა, სტაბილურობა და მაღალი სარგებლის მიღების შესაძლებლობა. სწორედ ეს გახდა ჩვენთვის ინსპირაცია და გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი მომხმარებლებისთვის საგაზაფხულოდ კიდევ უფრო მეტი სარგებლის  მიღების შესაძლებლობა მიგვეცა.

 

ახალი აქციის ფარგლებში   მომხმარებლებს ვთავაზობთ განსაკუთრებულ პირობებს, კერძოდ 12 თვემდე ვადიანი ტიპის ანაბრებზე ( ვადიანი, დაგროვებადი, სადეპოზიტო სერტიფიკატები)  ყველაზე მაღალი სარგებლის მიღების შესაძლებლობას,“

 

ლიბერთის გამოცდილების გათვალისწინებით, „ლიბერთის“ საოპერაციო პროდუქტების გაყიდვების განყოფილების უფროსმა ისაუბრა მომხმარებლის ქცევაზეც, თუ როგორ აკეთებს არჩევანს დეპოზიტებით დაინტერესებული მომხმარებელი.

 


„ადამიანებს  აქვთ სურვილი დანაზოგი განათავსონ საიმედოდ, სტაბილურ და სისტემურ ბანკში და მიიღონ მაღალი სარგებელი. „ლიბერთი“ ყოველთვის გამორჩეოდა ლოიალური და ერთგული მეანაბრეებით, სწორედ მათ საჭიროებაზე დაყრდნობით და ინტერესების გათვალისწინებით 31 მარტის ჩათვლით ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია გახსნას ანაბარი „ლიბერთიში“ და მიიღოს განსაკუთრებული სარგებელი.“

 

რამდენად არის  საზოგადოება ინფორმირებული  დაგროვების კულტურის მნიშვნელოვნებაზე - თინათინ ნეფარიძე ამბობს, რომ მოკლევადიანი თუ გრძელვადიანი მიზნების მისაღწევად   დანაზოგის გაკეთების კულტურა დღითიდღე იზრდება.

 

ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ, რომ მომხმარებლებს დავეხმაროთ მიზნების მიღწევაში. შევთავაზოთ და ხელი შევუწყოთ დანაზოგზე მაღალი სარგებლის დარიცხვით,“ - განაცხადა თინათინ ნეფარიძემ.

 

ბანკის წარმომადგენლის თქმით, გამომდინარე იქიდან , რომ „ლიბერთი“ ხელმისაწვდომია საქართველოს ყველა კუთხეში და ფილიალების ფართო ქსელით გამოირჩევა, აქციით სარგებლობა უმარტივესია.

 

ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც აქვს გარკვეული დანაზოგი, ან ახლა იწყებს მიზნის მისაღწევად დანაზოგის გაკეთებას/ თანხის დაგროვებას,  „ლიბერთიში“ მიმდინარე თვის ბოლომდე შეძლებს აქციის ფარგლებში მიიღოს მაღალი სარგებელი.

 

„დამატებითი ბენეფიტიც გვაქვს მომხმარებლებისთვის. თუ ანაბარს დისტანციური არხიდან გახსნიან ( IB/ MB), მაშინ   აქციით განსაზღვრულ განაკვეთთან შედარებით კიდევ უფრო მაღალი  სარგებლის მიღებას შეძლებენ,“- აღნიშნა თინათინ ნეფარიძემ.

 

„ლიბერთის“საოპერაციო პროდუქტების გაყიდვების განყოფილების უფროსმა „კომერსანტის“ ეთერში გასული წელიც შეაჯამა და ახალი სტრატეგიის დეტალებზეც ისაუბრა.

 

„გასული წელი საკმაოდ საინტერესო და  ახალი შესაძლებლობებით სავსე იყო. „ლიბერთი“ ბანკის მისიაა გავაუმჯობესოთ ადამიანების და მათი ოჯახების  ცხოვრება. ამ მისიის მისაღწევად გასულ წელს არაერთი ქმედება განხორციელდა, როგორც მომსახურების გაუმჯობესებისა და გამარტივების, ასევე პროდუქტების და სერვისების ხელმისაწვდომობის კუთხით. „ლიბერთი ბანკს“ ჰყავს 1. 7 მილიონი მომხმარებელი, ძირითადი სეგმენტი წარმოადგენს უფროს თაობას, თუმცა ახალი სტრატეგიის ფარგლებში ჩვენ ასევე სრულფასოვან მომსახურებას ვთავაზობთ ახალ სეგმენტებს,“ - განაცხადა თინათინ ნეფარიძემ.

 

 

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up