„დეპოზიტებში ლარის წილი მცირდება, რადგან კურსთან დაკავშირებული მოლოდინები ნეგატიურია და ვალუტის მიმართ ნდობა ძალიან დაბალი“

„დეპოზიტებში ლარის წილი მცირდება, რადგან კურსთან დაკავშირებული მოლოდინები ნეგატიურია და ვალუტის მიმართ ნდობა ძალიან დაბალი“

access_time2021-03-27 12:00:19

სპეციალისტების შეფასებით, დეპოზიტებში ლარიზაციის შემცირება გამოწვეულია პანდემიური სიტუაციითა და იმ პროცესებით, რაც ეკონომიკის შეზღუდვამ გამოიწვია. კერძოდ, როგორც ფინანსური ბაზრის მკვლევარი, პროფესორი ვახტანგ ხომიზურაშვილი report.ge-თან აღნიშნავს, უმუშევრობამ მოსახლეობის შემოსავლები საგრძნობლად შეამცირა, რიგ შემთხვევაში, გააქრო, რის გამოც ადგილი აქვს ბანკებიდან დეპოზიტების გადინებას, რაც საბოლოდ ლარიზაციის მაჩვენებლებზე ნეგატიურ ასახვას ახდენს.


,,დეპოზიტები მცირდება არა მხოლოდ ლარში, დოლარშიც, რაც გამოწვეულია იმით, რომ უმუშევრობა გაიზარდა. ბევრმა დაკარგა სამსახური და ხდება დეპოზიტების მოხსნა ბანკებიდან, კრიზისულ სიტუაციაში ჩვეულებრივი მოვლენაა. სანამ ეკონომიკა ,,ლოკდაუნების პერიოდს გადის, ბიზნესი სერიოზულ კრიზისშია და ფაქტობრივად ნეგატიური მოვლენები აბსოლუტურად ყველა სეგმენტზე ვრცელდება, გადადის სოციალურ კრიზისში და მოქალაქეების კეთილდღეობაზე მოქმედებს. ამიტომ სანამ ეკონომიკაში ჯერ კიდევ შეზღუდვებია, ტენდენცია გაგრძელდება. რაც ხდება, ეპიდემიური სიტუაციის შედეგია და რეგულაციები ამას ვერ უშველის, სანამ ეკონომიკა სრულად არ გაიხსნება. სხვა შემთხვევაში სიტუაციის გამოსწორების შესაძლებლობას ნაკლებად ვხედავ. ცხადია, როცა დეპოზიტების გადინება ხდება ბანკებიდან, მათ უნდა შეასრულონ კლიენტების წინაშე ვალდებულებები. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, შეექმნათ პრობლემა და საკრედიტო რისკი კიდევ უფრო გაეზრდებათ, - ამბობს ხომიზურაშვილი.


რაც შეხება უშუალოდ დოლარში ნომინირებული ინვესტიციების შემოდინებას, მეცნიერის შეფასებით, ის რეალურად მოითხოვდა კონვერტაციას ლარში, რაც გაამყარებდა ლარის კურსს და უფრო სტაბილურს გახდიდა, რა მხრივაც პერსპექტივა ჯერჯერობით უიმედოა.


გარდა ამისა, როგორც ხომიზურაშვილი განმარტავს, საბანკო სფეროში სიტუაცია მეტნაკლებად დალაგდება, თუკი პოლიტიკური დაძაბულობა მოიხსნება.


,,მთავარია პოლიტიკური სტაბილურობა, მაშინ მეტნაკლებად დალაგდება ურთიერთობები როგორც ბიზნესთან, ასევე ეკონომიკაშიც, იმის მიუხედავად, რომ პანდემიია და ამით ლიკვიდობის რისკი შიზრდება. ბანკებს აუცილებლად დასჭირდებათ მათ პორტფელებში არსებული, არაპროფილური აქტივების, მათ შორის გირავნობებში მოპოვებული უძრავი ქონების და სხვა, სასწრაფო წესით რეალიზება, რომ ლიკვიდობასთან დაკავშირებული პრობლემა გადალახონ, - დასძენს ხომიზურაშვილი.



საბანკო სფეროს ექსპერტი, პროფესორი მიხეილ თოქმაზიშვილი ფიქრობს, რომ ფინანსურ ბაზარზე დიდი პრობლემაა, ამიტომ მთავრობის ჩარევაც აუცილებლია, რომ ეკონომიკური სტიმულირებისთვის სწორი მექანიზმი შემუშავდეს.


,,ბიზნესი და მოსახლეობა დიდი წნეხის ქვეში მოექცა ეკონომიკის ჩაკეტვის გამო, დეპოზიტების გადინებას აქვს ადგილი და ძირითადად ამით არის გამოწვეული, რომ დეპოზიტებში ლარის წილი მცირდება. ამ პერიოდში პრობლემაა ისიც, რომ კურსთან დაკავშირებული მოლოდინები ნეგატიურია, ასევე ლარის მიმართ ნდობა ძალიან დაბალია, რადგან ლარს ბოლომდე უკვე მთავრობაც არ ენდობა, საზოგადოებრივ განწყობაზე რომ არაფერი ვთქვათ. გარდა ამისა, იმპორტი შემცირდა და მოხმარებაც, რაც ნიშნავს, რომ ცხოვრების ხარისხი გაუარესდა. აქედან გამომდინარე, ლარიზაციის კოეფიციენტზე მეტი ზემოქმედებაა. მნიშვნელოვანია მთავრობის ჩარევაც, რათა ეკონომიკური სტიმულირებისთვის სწორი მექანიზმი შემუშავდეს, - აცხადებს თოქმაზიშვილი.


ცნობისთვის, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი მარტისათვის 38.36 პროცენტი შეადგინა. პირველი თებერვლის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა 0.19 პროცენტული პუნქტით.


ეროვნული ბანკის მონაცემებით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2021 წლის პირველი მარტისათვის 36.02 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 1.14 მლრდ ლარით, ანუ 3.28%-ით მეტია პირველი თებერვლისათვის არსებულ მაჩვენებელზე.


გარდა ამისა, მიმდინარე წლის პირველი მარტისათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 44.33 პროცენტი შეადგინა, 2021 წლის პირველი თებერვლის მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.19 პროცენტული პუნქტით.


 report.ge


თეგები:
დეპოზიტები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up