Der Spiegel: ეკოლოგიაზე ყველაზე მეტად სკანდინავიის ქვეყნები ზრუნავენ

Der Spiegel: ეკოლოგიაზე ყველაზე მეტად სკანდინავიის ქვეყნები ზრუნავენ

access_time2020-12-13 20:00:04

შვედეთი - უპირობო  ლიდერია მსოფლიოში ეკოლოგიური ენერგეტიკის განვითარების თვალსაზრისით.

 

კლიმატის ცვლილების წინაამღდეგ ბრძოლის ეფექტურობის რეიტინგის მიხედვით, შვედეთი ბოლო 4 წლის მანძილზე პირველ ადგილზეა. უკვე 2030 წლისთვის ეს ქვეყანა შესაძლოა ეკოლოგიურად ნეიტრალური გახდეს.

 

ინდექსი 57 ქვეყნის ეკოლოგიურ პოლიტიკას აფასებს და მასში როგორც წესი სკანდინავიის ქვეყნები ლიდერობენ - შვედეთის გარდა მაღალი მაჩვენებლები დანიას, ნორვეგიას და ფინეთს აქვთ.

 

წინა კვირას დანიის პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება ახალი ნავთობის და გაზის საბადოების დამუშავებაზე ლიცენზიების გაცემის შეწყვეტის თაობაზე და ეს მაშინ, როდესაც სწორედ დანიაა ევროკავშირში გაზის და ნავთობის უმსხვილესი მომპოვებელი. 2030 წლისთვის ქვეყანა СО2-ს ჰაერში გამოყოფის 70%-ით შემცირებას გეგმავს. უკვე დღეს დანია, ისევე, როგორც შვედეთი, უმკაცრეს ეკოლოგიური ნორმებს იცავს.

 

პირველად წარმატებული ხუთეულში ბრიტანეთიც მოხვდა  - მავნე ნივთიერებების გამოყოფის შემცირების, ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენების და კლიმატის დაცვაზე ორიენტირებული ინვესტიციების ზრდის წყალობით.

 

ლიდერებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება გერმანია. მრავალი ეკოლოგიური ინიციატივის მიუხედავად ის მე-19 ადგილზეა. და ეს არ არის კარგი მაჩვენებელი ევროპის უძლიერესი ქვეყნისთვის. თუმცა, მაინც წინსვლაა - 2019 წელს გერმანია რეიტინგის 23-ე ადგილზე იყო.

 

ევროკავშირი მთლიანობაში მე-16 პოზიციაზეა. სტატისტიკას აფუჭებს აღმოსავლეთ ევროპა - უნგრეთი, სლოვენია, ჩეხეთი და პოლონეთი. მათ ძალიან დაბალი შეფასებები არა მხოლოდ არასაკმარისი შიდა ეკოლოგიური პოლიტიკის, არამდე საერთო ევროპული ინიციატივების ბლოკირების გამო მიიღეს.

 


მაგალითად, პოლონეთი ბოლო წლებში თავისი ნახშირმომპოვებელი ინდუსტრიისთვის განსაკუთრებულ პირობებს ითხოვს და СО2-ს გამოყოფის კვოტებით ვაჭრობას აქტიურად ლობირებს.

 

აღმოსავლეთ ევროპაში განსაკუთრებით ბევრია ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურები - მხოლოდ პოლონეთში ნახშირზე ელექტროსადგურების 75% მუშაობს.

 

ბოლო პერიოდში ეკოლოგიაზე ამ რეგიონშიც დაფიქრდნენ  - ამ დღეებში ჩეხეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ქვეყნის ენერგოსისტემა მთლიანად განახლებად წყაროებზე 2038 წლისთვის გადავა.

 

რეიტინგის ბოლო ადგილზე შეერთებული შტატებია. ამის  მიზეზი არა მხოლოდ პარიზის კლიმატური შეთანხმებიდან გასვლაა, არამედ  ენერგიის განახლებადი წყაროების არასაკმარისი გამოყენება.

 

გარემოს დაბინძურების კუთხით ლიდერებს შორის ისეთი განსხვავებული ქვეყნებია, როგორს საუდის არაბეთი, ალჟირი, ავსტრალია და კანადა.

 

რეიტინგში არაა გათვალისწინებული კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ცვლილებები, რადგანაც მისი შედგენა 2 წლის წინანდელ მონაცემებზე დაყრდნობით მოხდა, შესაბამისად რეალურად სიაში ჩვენ 2018 წელს შექმნილ სიტუაციას ვხედავთ.

 

რატომ - შვედეთი?

 

შვედებს ამ რეიტინგში ლიდერობისთვის რამდენიმე უპირატესობა, არა მხოლოდ ღარიბ, არამედ მდიდარ ქვეყნებთან შედარებითაც აქვს - ზღვისპირა მდებარეობის წყალობით იქ ქარის ენერგიისთვის საუკეთესო პირობებია, ხოლო წლის რესურსების დიდი რაოდენობა ჰიდროელექტროსადგურების ქსელის განვითარების საშუალებას იძლევა.

 

ამავე დროს შვედეთი კი არის ინდუსტრიული ქვეყანა, მაგრამ მისი მრეწველობა გაცილებით უფრო მცირეა, ვიდრე მაგალითად, გერმანიის, რომელმაც რეიტინგში არც ისე კარგი შეფასებები მიიღო.  სულ რომ არაფერი, გერმანიაში მრეწველობაში შვედეთის მთელ მოსახლეობაზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

 

თანაც შვედებმა ეკოლოგიაზე ზრუნვა სხვებზე გაცილებით ადრე დაიწყეს - კერძოდ, ქვეყანამ პირველმა, ჯერ კიდევ 1991 წელს, СО2- ს გამოყოფაზე გადასახადი შემოიღო, მაშინ როდესაც გერმანიაში ეს გადაწყვეტილება ძალაში 2021 წელს შევა.

 

არა-სკანდინავიურ ქვეყნებს შორის ყველაზე უკეთესი მონაცემები ბრიტანეთს აქვს, რომელიც ნახშირის გამოყენებას უკვე 2025 წელს შეწყვეტს.

 

Der Spiegel




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up