Der Spiegel - გერმანია Nord Stream 2-ის ნაციონალიზაციას განიხილავს

Der Spiegel - გერმანია Nord Stream 2-ის ნაციონალიზაციას განიხილავს

access_time2022-06-24 17:10:00

გერმანიის ეკონომიკის სამინისტრო ქვეყანაში მდებარე ც გაზსადენის ნაწილის ნაციონალიზაციის შესაძლებლობას განიხილავს. საუბარია მილსადენის გერმანული ნაწილის დანარჩენისგან იზოლირებასა და თხევადი ბუნებრივი გაზის (LNG) მოძრავ ტერმინალთან დაკავშირებაზე. ინფორმაციას Der Spiegel წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.


მათივე თქმით, გერმანიის ეკონომიკის სამინისტრო ამ ინფრასტრუქტურას იდეალურად მიიჩნევს და ქვეყნის სამხრეთ ნაწილში გაზის ტრანსპორტირებისთვის მის გამოყენებას აპირებს. თუმცა საკუთრების უფლება, გამოცემის ცნობით, სირთულეებს იწვევს. მარტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მილსადენის ოპერატორმა, Nord Stream 2 AG-მა, აშშ-ის სანქციების გამო, გაკოტრების შესახებ განცხადება შეიტანა, თუმცა მოგვიანებით კომპანიამ ამ პროცედურის დაწყება არ დაადასტურა, ხოლო მაისში შვეიცარიის სასამართლომ Nord Stream 2 AG-ის გაკოტრების პროცესი 10 სექტემბრამდე შეაჩერა და კრედიტორებისთვის სესხის გადახდაზე კომპანიას დროებითი მორატორიუმი მიანიჭა. დროებით მმართველად კომპანია, Transliq AG დაინიშნა.


ამასთან, Der Spiegel წერს, რომ გერმანია მოსკოვის მხრიდან საპასუხო ქმედებებს, კერძოდ, რუსეთში გერმანული კომპანიების ნაციონალიზაციას უფრთხის. გამოცემის ცნობით, „გაზპრომი“ გაზსადენის ექსპლუატაციის ორ-სამ წელიწადში განახლებას მოელის და Nord Stream 2-ს ჯერ კიდევ ემსახურება, რომ მისლადენმა მოკლევადიან პერსპექტივაში ვარგისიანობა არ დაკარგოს. გამოცემის წყაროების თანახმად, გერმანიის ხელისუფლება, ასევე, Nord Stream 2-ის პარალელურად მილსადენის აშენებას გეგმავს.


პუტინის პრესსპიკერ დიმიტრი პესკოვის თქმით, Nord Stream 2-ის გერმანიის ნაწილის ნაციონალიზაციის ალბათობაზე კომენტარის გაკეთება ჯერჯერობით შეუძლებელია, რადგან ბერლინს ამ მიმართულებით კონკრეტული ამ დროისთვის არაფერი მოუმოქმედებია.



„ჯერ ვერ შევაფასებთ, რადგან ოფიციალური განცხადებები არ გაკეთებულა. ნუ ჩავერევით ჰიპოთეტურ მსჯელობაში! თუ კონკრეტული რამ გაირკვევა, მაშინ ასეთი ქმედებების სამართლებრივი შეფასება, პირველ რიგში, იურისტების მოვალეობა იქნება,“ - განუცხადა პესკოვმა „ინტერფაქსს.“


რუსეთმა გაზსადენ Nord Stream 2-ის მშენებლობა გასულ წელს დაასრულა. პროექტს სერტიფიცირების პროცედურა უნდა გაევლო, თუმცა გერმანიამ ეს პროცესი მას შემდეგ შეაჩერა, რაც მოსკოვმა ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა. მაისში „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ Nord Stream 2-ის სიმძლავრეებს ჩრდილო-დასავლეთ რუსეთის გაზიფიცირებისთვის გამოიყენებდა.


bpn.ge



თეგები:
Nord Stream 2



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up